შინაარსზე გადასვლა

ფარავნის ქარვასლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:15, 15 აპრილი 2023-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ფარავნის ქარვასლაშუა საუკუნეების ძეგლი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ჯავახეთში, ახლანდელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის აღმოსავლეთით, სოფელ როდიონოვკაში (ძვ. ფარავანი, თავფარავანი). ფარავნის ქარვასლა წარმოადგენს 26 სიგრძის სამნავიან ოთხკუთხა შენობას; ნაგებია ქვითა და აგურით. შუა ნაწილი დერეფანს წარმოადგენს; დერეფნის ორივე მხარეს 5—5 სათავსია; ისინი დერეფანს ნახევრადწრიული თაღებით უკავშირდებიან. ყოველ სათავსში ბუხარია, ფარავნის ქარვასლას ეტყობა გადაკეთების კვალი. პირვანდელი ნაგებობა, ვარაუდით XII საუკუნისაა; ადრე კედლებში ქართულწარწერებიანი ქვებიც იყო დატანებული. ფარავნის ქარვასლის მახლობლად XI—XIII საუკუნეების ორი ეკლესიაა.

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
  • ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. 2, თბ., 1970;