მიკელე ფერერო
მიკელე ფერერო | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მშობლიური სახელი | Michele Ferrero |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: იტალია |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
ქონება | $26 მლრდ (მაისი, 2014) |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
რელიგია | კათოლიციზმი |
შვილ(ებ)ი |
პიეტრო ფერერო ჯოვანი ფერერო |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები | ორდენი „შრომაში გაწეული ღვაწლისთვის“ დიდი ჯვრის ორდენის კავალერი „იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის“ |
საიტი | www.ferrero.com |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მიკელე ფერერო (იტალ. Michele Ferrero; 26 აპრილი, 1925, დოლიანი — 14 თებერვალი, 2015, მონაკო) — იტალიელი მეწარმე. იყო ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საკონდიტრო კომპანიის, Ferrero SpA-ს მფლობელი. მან Ferrero განავითარა მამამისის მცირე საცხობისა და კაფედან, რომელიც ალბაში, პიედმონტის კომუნაში მდებარეობდა. მიკელე ფერეროს პირველი დიდი წარმატება იყო ტრადიციულ ჯანდუიას პასტაში მცენარეული ზეთის დამატება, რამაც ნუტელას თავბრუდამხვევ პოპულარობას დაუდო საფუძველი.
ბიოგრაფია
მიკელე ფერერო დაიბადა 1925 წლის 26 აპრილს დოლიანიში პიერა ჩილარიოს და პიეტრო ფერეროს ოჯახში, რომელმაც დააარსა კომპანიები Ferrero და Piera Rocher.
კარიერა
პერერო ფირმას 1945 წელს შემოუერთდა.
იგი იყო იტალიის უმდიდრესი პიროვნება $26 მილიარდის ღირებულების ქონებით, რითაც მან 2008 წლის მარტში სილვიო ბერლუსკონი ჩამოიტოვა. 2014 წლის მაისში „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსში“ (Bloomberg Billionaires Index) ფერერო მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-20 ადგილი დაიკავა.
ფერეროს ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან: Nutella, Mon Chéri, Kinder Chocolate, Ferrero Rocher, Tic Tac და Kinder Surprise.
1997 წლიდან მიკელეს ვაჟები, ჯოვანი ფერერო და პიეტრო ფერერო კომპანიის ხელმძღვანელობაში ჩაერთნენ. 2011 წლის 18 აპრილს პიეტრო ფერერო გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკაში უბედური შემთხვევის შედეგად.[1] ჯოვანი ფერერო გახდა ერთპიროვნული აღმასრულებელი დირექორი.
პირადი ცხოვრება
ფერეროს ჰყავდა მეუღლე მარია-ფრანკა ფისოლო და ორი ვაჟი ჯოვანი და პიეტრო ფერეროები.[1]
იგი იყო კათოლიკე და გამოირჩეოდე რელიგიურობით. ფერერო ყოველ წელს ინახულებდა ლურდის სიწმინდეებს, ყველა ქარხანასა და ოფისში ჰქონდა განთავსებული მადონა[2]. ფერერო გარდაიცვალა 89 წლის ასაკში 14 თებერვალს, 2015, მონტე-კარლოში მდებარე საკუთარ სახლში[3].
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted