შინაარსზე გადასვლა

იან ტინისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:55, 1 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ესკიზის შექმნის შეცდომა:

იან ტინისონი (ესტ. Jaan Tõnisson; დ. 22 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1868, ტიანასილმა — გ. სავარაუდოდ 1941) — ესტონელი სახელმწიფო მოღვაწე.

დაიბადა გლეხის ოჯახში, 1892 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა ესტონეთის ავტონომიის მიღებაში. 1917 წელს დააპატიმრეს ბოლშევიკებმა და გააძევეს ესტონეთიდან. 1917-1919 წლებში ესტონეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერია.

1918-1920, 1920, 1927-1928 და 1933 წლებში ესტონეთის პრემიერ-ნინისტრია. 1931-1932 წლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

1940 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ნაწილებმა დააპატიმრეს. გარდაცვალების თარიღი და გარემოებები უცნობია.

რესურსები ინტერნეტში