შინაარსზე გადასვლა

ბრჩკო-ბანოვიჩის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:02, 18 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Brigada Jovan Popovic cetvrta ceta Loznica 1964.jpg
ახალგაზრდათა შრომითი აქციის მონაწილეები

ბრჩკო-ბანოვიჩის რკინიგზა (სერბ.-ხორ. Željeznička pruga Brčko - Banovići / Жељезничка пруга Брчко - Бановићи) — რკინიგზა ბოსნია და ჰერცეგოვინის ჩრდილოეთ ნაწილში. პირველი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მთლიანად ახალგაზრდათა შრომითი აქციების მოხალისეთა მიერ აშენდა.

მშენებლობა

მშენებლობაზე მუშაობდა პირველი ახალგაზრდული შრომითი ბრიგადა, მშენებლობა მიმდინარეობდა 1946 წლის 1 აპრილიდან. 62 268 ახალგაზრდა მოხალისე და ათასამდე ბრიგადირი მუშაობდა ამ პროექტზე, გაყვანილი იქნა 92 კმ სიგრძის რკინიგზის ხაზი, გაითხარა ორი გვირაბი, ჯამური სიგრძით 667 და აიგო 22 ხიდი, ჯამური სიგრძით 455 მ. მშენებლობა დასრულდა 1946 წლის 7 ნოემბერს რკინიგზა საზეიმოდ გაიხსნა და გაიარა პირველმა მატარებელმა.[1] რკინიგზის ხაზი სოციალისტური შრომის პროპაგანდისტულ სიმბოლოდ იქცა.[2]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted