შინაარსზე გადასვლა

ხუშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:17, 31 დეკემბერი 2022-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ხუშია შავი, ხუშია, ხუშიას ვაზიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ვაზი გავრცელებული იყო როგორც გურიის სოფლებში ნოღასა და ვაზისუბანში, ასევე იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ განივოვალური ან მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. საკმაოდ კუმსია, იშვიათად გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისა და მომრგვალო ფორმისაა, შავი ფერის, სქელკანიანი და ნაკლებ მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი.

ხუშია საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 198 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება ნაკლებად ჰარმონიული და დაბალი ხარისხის სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 530

რესურსები ინტერნეტში

თარგი:ქართული ვაზის ჯიშები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ხუშია&oldid=189440“-დან