შინაარსზე გადასვლა

გურამ მინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:20, 1 აგვისტო 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.9)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გურამ მინაშვილი
ფაილი:Guram Minashvili.jpg
გურამ მინაშვილი
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა Script error: No such module "Separated entries".
სიმაღლე 186 სმ
წონა 84 კგ

გურამ ვარლამის ძე მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1936, თბილისი — გ. 1 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). საპატიო ნიშნის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია

1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. მაირანოს სახელობის, თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958). 1957–1964 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 1960, 1961) და მესამე (1965) პრიზიორი. 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.[1] 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.[2]

დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა.[3]

ძირითადი შედეგები

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი
ვროცლავი, პოლონეთი
ევროპის ჩემპიონატი 1963 1st
კალათბურთი
სტამბოლი, თურქეთი
ევროპის ჩემპიონატი 1959 1st
კალათბურთი
ფაილი:Flag of Bulgaria.svg
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 1957 1st
კალათბურთი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ბრაზილია
სოფლიო ჩემპიონატი 1963 3rd
კალათბურთი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962 1st
კალათბურთი
რომი, იტალია
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 2nd

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  2. გურამ მინაშვილი. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
  3. გოჩა კაჭარავა. (27 ნოემბერი, 2011) გურამ მინაშვილი — მსოფლიოს „უგვირგვინო“ ჩემპიონი. მსოფლიო სპორტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted