ბანკ-დიუ-ჟეზერი
მშობ. სახელი: ფრანგ. Banc du Geyser | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბანკ-დიუ-ჟეზერის (ცენტრში) ხედი კოსმოსიდან მაიოტასთან (მარცხნივ), გლორიოსთან (ზემოთ, მარჯვნივ) და მადაგასკართან (ქვემოთ, მარჯვნივ) ერთად. | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სიგრძე | 8 კმ |
სიგანე | 5 კმ |
უმაღლესი წერტილი | 8 მ |
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები | საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2015) |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბანკ-დიუ-ჟეზერი (ფრანგ. Banc du Geyser) — ჩაძირული მარჯნის რიფი მოზამბიკის სრუტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, 125 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ მაიოტადან, 112 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით გლორიოსის კუნძულებიდან და 200 კმ-ით მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან.
გეოგრაფია
იგი ოვალური ფორმის რიფია 8 კმ-ის სიგრძით და 5 კმ-ის სიგანით, რომელიც სახეზე ჩნდება მხოლოდ მიქცევების დროს, სამხრეთში მდებარე კლდეების გარდა. კლდეების სიმაღლე, როგორც წესი მერყეობს 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე. ყველაზე მაღალია სამხრეთში მდებარე კლდე, სიმაღლით 8 მეტრი. რიფის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობს რამდენიმე ქვიშოვანი მეჩეჩი ერთიდან სამ მეტრამდე სიმაღლის, რომლებიც დაფარულია ბალახით და დაბალი მეჩხერი ბუჩქნარით. ცენტრალურ ლაგუნაში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებითაა. მარჯნის რიფი დაფარულია გუანოთი. ბუდობენ ზღვის ფრინველები.
ისტორია
ჟეზერის რიფი პირველად ცნობილი გახდა არაბი ზღვაოსნებისათვის დაახლოებით 700 წელს და მათ მიერ დატანილი იყო ზოგიერთ სანაოსნო რუკებზე, რომელიც თარიღდება დაახლოებით 800 წელს. დაახლოებით 1650 წელს რიფი დატანილი იყო ესპანურ რუკებზე როგორც Arecife de Santo Antonio. თანამედროვე დასახელება მან მიიღო 1678 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ბრიტანული გემი გეისერი ესტუმრა რიფს.
ტერიტორიული პრეტენზიები
ბანკ-დიუ-ჟეზერის რიფზე პრეტენზიას აცხადებენ საფრანგეთი, მადაგასკარი და კომორის კუნძულების კავშირი. საფრანგეთის თვალსაზრისით, რიფი არის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების შემადგენელი ნაწილი ინდოეთის ოკეანეში; მადაგასკარმა გამოაცხადა მისი ანექსია 1976 წელს, მის შემოგარენში ნავთობის საბადოების სავარაუდო არსებობის გამო. კომორის კუნძულების კავშირი რიფს მიიჩნევს საკუთარი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილად. არანაირი საარბიტრაჟო სასამართლო არ ჩატარებულა, რომ გამოკვლეულიყო თუ რომელი ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შედის ბანკ-დიუ-ჟეზერის რიფი.
რესურსები ინტერნეტში
- Satellite images of Banc du Geysir საიტზე Wayback Machine (არქივირებულია დეკემბერი 23, 2010)
- Sailing Directions: East Africa and the South Indian Ocean
- Zdjęcia Banc du Geyser – Mayotte-photos-plongee ფრანგ.