შინაარსზე გადასვლა

მაგდანას ლურჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:24, 9 დეკემბერი 2022-ის ვერსია, imported>Irmaguru
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
„მაგდანას ლურჯა“
ფაილი:Magdanas-lurja-film.jpg
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე რეზო ჩხეიძე
სცენარის ავტორი კარლო გოგოძე
ნაწარმოები მაგდანას ლურჯა
ეფუძნება ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობას
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
ოპერატორი ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი იოსებ სუმბათაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1955
ხანგრძლივობა 63 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

მაგდანას ლურჯა“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმი. მისი დამდგმელი რეჟისორები არიან თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორია კარლო გოგოძე. ფილმის ოპერატორები არიან ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი. მხატვრები – იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, გივი გიგაური, კახი ხუციშვილი. ფილმის კომპოზიტორია არჩილ კერესელიძე. მთავარ როლს ასრულებს დუდუხანა წეროძე.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ქვრივი მაგდანას შვილებმა მიხომ და კატომ შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვეს, კარგი მოვლით ფეხზე დააყენეს და „ლურჯა“ შეარქვეს. ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა. ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა. ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული - ვაჭარმა მიტუამ თავისი მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოინდომა, სასამართლო მოისყიდა და ქვრივის ოჯახს ლურჯა წაართვა.

როლებში

მთავარი გმირები

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში