შინაარსზე გადასვლა

ტრიატლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:21, 28 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ტრიატლი (ინგლ.: Triathle) თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM) მიერ შემოღებული სპორტის სახეობა. არის სპორტის სამი სახეობის ნაზავი, რომელიც მოიცავს სროლის, ცურვის და სირბილის კომბინაციას. შეჯიბრება იწყება 25 მეტრზე სამიზნესთან მირბენით, სადაც სპორტსმენი ახორციელებს ლაზერული პისტოლეტიდან მიზანში სროლას, რისთვისაც ეძლევა 50 წამი. რაც უფრო მალე დააზიანებს 5 სამიზნეს მით მალე შეუძლია გაიქცეს წყლისკენ, გაცუროს ასაკობრივი კატეგორიით დადგენილი მანძილი, წყლიდან ამორბენის შემდეგ უნდა ირბინოს, ასევე ასაკობრივი კატეგორიით განსაზღვრული მანძილი, შემდეგ კვლავ ისვრის, კვლავ ცურავს, კვლავ დარბის, სულ ოთხი სერია უწყვეტ რეჟიმში. გამარჯვებულად ცხადდება ის ვინც მეოთხე სერიის ბოლოს სირბილით პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. ტარდება მიქსიც(შერეული ესტაფეტა), ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში. ასაკობრივი კატეგორიები იწყება 7 წლიდან 70 წლამდე და ზევით. ტრიატლში ტარდება ეროვნული, რეგიონული და მსოფლიო ჩემპიონატები. საქართველოში ტრიატლში (ბიატლთან ერთად) შეჯიბრებებს ატარებს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია (პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი).

ლიტერატურა

  • Georgia wins dozens of medals at Biathle and Triathle World Championships.[1] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • [What is Modern Triathle? [2]
  • Union Internationale de Pentathlon Moderne [3]

რესურსები ინტერნეტში

  • [4] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  • [5] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ტრიატლი&oldid=196488“-დან