სომხური მუსიკა
სომხური მუსიკა — სომხური კულტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი. სომხური მუსიკას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩამოყალიბდა სომხური მუსიკალური ხელოვნების ძირითადი მიმართულებები — საგლეხო, საკულტო; ჰუსანების მუსიკალური ხელოვნება. ქრისტიანობის მიღების შემდეგ განვითარებას იწვევს სასულიერო მუსიკა (სომხური ლიტურგია). VIII - IX სს.-ში სომხებმა შექმნეს სანოტო დამწერლობის ორიგინალური სისტემა, ე. წ. ხაზები, რომელიც დღემდე გაუშიფრავია. შუა საუკუნეებში კვლავ ვითარდება სომხური საეკლესიო (ფსალმუნები, შარაკანები) და ხალხური მუსიკა (შრომის, საწესჩვეულებო, სატრფიალო სიმღერები). XVII - XVIII საუკუნეების მიჯნაზე აღმოცენდა სომხური აშუღური ხელოვნება (თვალაჩინო მაგალითია საიათნოვა). XIX ს-იდნ იწყება სომხური მრავალხმიანი მუსიკის განვითარება. ასპარეზზე გამოდიან პროფესიონალი კომპოზიტორები და მუსიკალური დასები, ინერგება კომპოზიციის ევროპული ტექნიკა. იწყება ხალხური მუსიკის ჩაწერა და დამუშავება. 1868 წელს ტ. ჩახაჭიანი ქმნის პირველ სომხურ ოპერას „არშაკ II“.
სომხური მუსიკის განვითარებაში ახალ ეტაპს წარმოადგენს კომიტასის შემოქმედება. მან ხალხური მუსიკის დამუშავების საფუძველზე შექმნა მრავალი საგუნდო ნაწარმოები. XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა სომხური სიმფონიური მუსიკა. სომხური საბჭოთა მუსიკა ჩამოყალიბდა სომხური ხალხური მუსიკის, კლასიკოსთა შემოქმედებისა და მსოფლიო მუსიკის ხელოვნების საფუძველზე. 1960 - 70-იან წლებში შეიქმნა სიმფონიური ჟანრის მრავალი ნაწარმოები, აგრეთვე საოპერო და საბალეტო მუსიკა. 1933 წელს დაარსდა სომეხ კომპოზიტორთა კავშირი.
სომხურ-ქართულ მუსიკალურ ურთიერთობებს ღრმა და ისტორიული ფესვები აქვს. ძვ. თბილისის მუსიკალურ ფოლკლორში თავისებური სინთეზი ჰპოვა ქართულმა და სომხურმა სასიმღერო ტრადიციამ. ამიერკავკასიელ ხალხთა მუსიკალურ ისტორიაში ღრმა კვალი გაავლო უნიჭიერესმა აშუღმა საიათნოვამ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1985. — გვ. 470.
რესურსები ინტერნეტში
- (ფრანგული) Audio clip: traditional Armenian music. Musée d'Ethnographie de Genève. Accessed November 25, 2010.
- Free high quality Armenian Pop Music Radio Station Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Armenian Celebrity News & Exclusive Interviews Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Armenian Music Internet Television Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Armenian Music Video Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Armenian Music Radio Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Free Armenian Music Radio Stream Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Armenya Portal to Armenian Music Websites
- Armenian Radio Stver
- Armenian Spiritual Music 5th–13th centuries for listening, text in Russian
- Armenian Music Band Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Собрание древнеармянских народных песен Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- А. Меружанян. Церковные песнопения Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Музыкальное искусство Западных армян до геноцида
ვიდეოები
- Armenian Music and Video Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Video of Shoghaken Ensemble
- Armenian fiddle music
|