შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის სტატია:10-27

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:14, 7 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ჯეიმზ კუკი
ჯეიმზ კუკი

ჯეიმზ კუკი (დ. 27 ოქტომბერი, 1728 — გ. 14 თებერვალი, 1779) — ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი. დაიბადა მარტონში (იორკშირის საგრაფო) ღარიბ ოჯახში. მამამისი დაქირავებული მუშა იყო, რომელიც მდიდარი ინგლისელების მამულებში მიწას ამუშავებდა. პატარა ჯეიმზს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულება. 7 წლის ასაკში ის მამასთან ერთად მუშაობდა. პარალელურად ჯეიმზი სკოლაშიც დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. 17 წლის ასაკში კი ის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში თევზის გამყიდველის შეგირდად მოეწყო. სწორედ აქ დაინახა მან პირველად ზღვა.