შინაარსზე გადასვლა

კარლოს ბაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:58, 26 იანვარი 2024-ის ვერსია, imported>ჯეო (დაემატა კატეგორია:მილანის ფეხბურთელები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კარლოს ბაკა (ესპ. Carlos Arturo Bacca Ahumada; დ. 8 სექტემბერი, 1986, პუერტო-კოლუმბია, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი. ამპლუით თავდამსხმელი, თამაშობს მილანში.

საკლუბო კარიერა

ატლეტიკო ხუნიორი

ბაკამ პროფესიონალური კარიერა დაიწყო 2006 წელს ატლეტიკო ხუნიორში სადაც სათამაშოდ ბევრი შანსი არ ეძლეოდა.

ფეხბურთის თამაშის პარალელურად ბაკა მუშაობდა ავტობუსის მძღოლის ასისტენტად დამატებით ფულის გამოსამუშავებლად რადგანაც მისი ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო. 2007 წელს იგი იჯარის სახით გადავიდა ბარანკილიაში სადაც 27 თამაშიდან 12 გოლი გაიტანა.შემდეგ კი ვენესუელულ კლუბ მინერვენში გადავიდა ერთ წლიანი იჯარით. ბაკამ გუნდი ლიგაში მეორე ადგილას გაიყვანა გაიტანა რა 12 გოლი 29 მატჩში. 2008 წელს ბაკა კვლავ დაბრუნდა ბარანკილიაში სადაც 14 გოლი გაიტანა 19 მატჩში.

ატლეტიკო ხუნიორში დაბრუნების შემდეგ ბაკამ სწრაფად მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და გახდა 2009 წლის კოლუმბიის თასის ბომბარდირი.2010 და 2011 წლებში ბაკა გახდა პრომერა A-ს ბომბარდირი.

ბაკას ეს გაბრწყინება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ისეთ ევროპულ კლუბებს როგორებიც არიან მოსკოვის ლოკომოტივი და კიევო. მოსკოვის ლოკომოტივი ძალიან ახლოს იყო ბაკასთან კონტრაქტის გაფორმებასთან მაგრამ მათ არჩევანი ეკვადორელ თანდამსხმელ ფელიპე საისედოზე შეაჩერეს.

ბრიუგე

2012 წლის დასაწყისში ბაკამ ხელი მოაწერა 3 წლიან კონტრაქტს ბელგიურ კლუბ ბრიუგესთან.

ბაკას დებიუტი შედგა 21იანვარს 2012 წელს, შეცვალა რა ლიორ რაფაელოვი 68 წუთზე.

სევილია

9 ივლისს 2013 წელს ბაკა შეუერთდა ესპანურ კლუბ სევილიას. მისი პირველი გოლი ევროპა-ამერიკის თასზე გაუტანა ბარსელონა ს.კ.-ს 26 ივლისს.

2014 წლის უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო გაიტანა პენალტი ბენფიკას კარში

2014 წლის 30 სექტემბერს ბაკამ 2018 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. და ზედიზედ მეორედ მოიგო უეფა-ს ევროპის ლიგა.

მილანი

2015 წლის 2 ივლისს ბაკა შეუერთდა იტალიურ გრანდ მილანს €30 მილიონის სანაცვლოდ.

მისი დებიუტი შედგა ინტერის წინააღმდეგ ქალაქ შენძენში, ჩინეთში. ბაკას ოფიციალური დებიუტი შედგა იტალიის საფეხბურთო თასზე 17 აგვისტოს პერუჯას წინააღმდეგ სან სიროზე. პირველი გოლი კი 29 აგვისტოს გაიტანა ემპოლის წინააღმდეგ.

სანაკრებო კარიერა

ბაკამ პირველი გოლი ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა დებიუტშივე 11 აგვისტოს 2010 წელს ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ

რესურსები ინტერნეტში