DJ Shadow
DJ Shadow | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted DJ Shadow, 2010 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯოშუა პოლ დეივისი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | DJ Shadow |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | სან-ხოსე, აშშ |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი, ტარნტეიბლიზმი, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა |
საქმიანობა | პროდიუსერი, დისკ-ჟოკეი, მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ტარნტეიბლი, სინთეზატორი, სემპლერი |
აქტიური | 1989 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Mo'Wax, Quannum Projects, Solesides, MCA, Universal, Verve, Liquid Amber |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ჯოშუა პოლ დეივისი (ინგლ. Joshua Paul "Josh" Davis; უფრო ცნობილი, როგორც DJ Shadow დ. 29 ივნისი, 1972)[1][2] — ამერიკელი პროდიუსერი და DJ. ის ცნობილია, როგორც ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ფუძემდებელი და პირველი მუსიკოსი, რომელმაც გამოუშვა მთლიანად სემპლირებული ალბომი (Endtroducing….., 1996).[3]
ისტორია
ადრეული წლები
DJ Shadow-მ მუსიკალური კარიერა დაიწყო როგორც დისკ-ჟოკეიმ კალიფორნიის უნივერსიტეტის კამპუსის რადიო სადგურზე KDVS.[4][5] ამ პერიოდის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შექმნაში, რომელიც იმ დროს დაკავშირებული იყო ლონდონის ჩამწერ ლეიბლ Mo' Wax-სთან. მის ადრეულ სინგლებში, „In/Flux“ და „Lost and Found (S.F.L.)“, გაერთიანებული იყო ფანკის, როკის, ჰიპ-ჰოპის, ემბიენტის, ჯაზის და სოულის ელემენტები. ენდი პემბერტონმა, Mixmag-ის მუსიკალურმა რედაქტორმა, 1994 წლის ივნისში პირველად გამოიყენა ტერმინი „ტრიპ-ჰოპი“, რათა დაეხასიათებინა Shadow-ს სინგლი „In/Flux“ და მსგავსი ტრეკები, რომლებსაც იმ დროს ატრიალებდნენ ლონდონის კლუბებში.[6] მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო მუსიკის კლასიფიცირება, მისი წვლილი უდავოდ მნიშვნელოვანია ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისთვის. მან აღნიშნა, რომ Kurtis Mantronik, Steinski და Prince Paul იყვნენ სემპლირებული მუსიკის შთაგონებები.
Endtroducing.....
Shadow's პირველი სრულფორმატიანი ნამუშევარი, Endtroducing....., გამოვიდა 1996 წლის ბოლოს. 2001 წელს Endtroducing..... შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც „პირველი მთლიანად სემპლირებული ალბომი“.[7] 2006 წლის ნოემბერში ჯურნალ Time-მა შეიყვანა ის სიაში „ყველა დროის“ 100 საუკეთესო ალბომი.[8] 2014-ის ნოემბერში ავტომწარმოებელმა Chevrolet გამოიყენა სემპლი DJ Shadow-ს სიმღერიდან „Building Steam With a Grain of Salt“ თავის სარეკლამო რგოლში.[9]
Preemptive Strike
1998 წელს Shadow-მ გამოუშვა Preemptive Strike, ადრეული სინგლების კომპილაციური ალბომი. ასევე ის იყო პროდიუსერი Unkle-ის სადებიუტო ალბომ Psyence Fiction-ის, რომელიც გამოვიდა მოგვიანებით იმავე წელს და რომლის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მუსიკოსები: ტომ იორკი (Radiohead), რიჩარდ ეშკროფტი (The Verve), Mike D (Beastie Boys), Kool G. Rap, და ჯეისონ ნიუსტედი (Metallica).
2002 წლის ივნისში გამოვიდა მეორე ალბომი The Private Press და მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „Six Days“, რომლის რეჟისორი იყო ვონგ კარ-ვაი.
The Outsider
ალბომი The Outsider გამოვიდა 2006 წლის 18 სექტემბერს. ასევე გამოიცა სპეციალური CD ბოქს-სეტი, რომელშიც შედიოდა The Outsider, ალბომი CD-ზე და DVD Tour Visuals. The Outsider-მა, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდა რამდენიმე შემსრულებელი ადგილობრივი, სან-ფრანცისკოს, hyphy ჰიპ-ჰოპ მოძრაობიდან, არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. კრიტიკაზე პასუხის გასაცემად, DJ/პროდიუსერმა საკუთარ ბლოგში ახსნა, რომ ერთფეროვნება თავიდანვე არ შედიოდა მის გეგმებში და მისთვის აუცილებელი იყო ჟღერადობის, სტილის შეცვლა.[10][11] DJ Shadow ასევე თანამშრომლობდა DJ Cut Chemist-თან. ერთად მათ შექმნეს სამი პოპულარული მიქსტეიპი: Brainfreeze, Product Placement და, ახლახან, The Hard Sell, რომლებმაც მოაქციეს ჯაზი, ფანკი და სოული ერთი კონცეფციის ჩარჩოში. ასევე ის თანამშრომლობდა რამდენიმე სხვა არტისტთან: Blackalicious, Zack de la Rocha, Keak Da Sneak, Mos Def, David Banner და Dr. Octagon. 2006 წელს მან ხელი მოაწერა შეთანხმებას Universal Records-თან. DJ Shadow-მ და Cut Chemist-მა 2008-ში ჩაატარეს ტურნე მიქსტეიპ The Hard Sell-ის მხარდასაჭერად.
The Less You Know, the Better
2011 წლის 4 ოქტომბერს გამოვიდა მეოთხე სტუდიური ალბომი The Less You Know, the Better, ლეიბლზე Verve Records. ისევე როგორც Shadow-ს წინა ნამუშევრები, ალბომი შეიცავს უამრავ სხვადასხვა დროის და ჟანრის სიმღერის სემპლს.
დისკოგრაფია
- Endtroducing..... (1996)
- Preemptive Strike (1998)
- The Private Press (2002)
- The Outsider (2006)
- The Less You Know, the Better (2011)
- The Mountain Will Fall (2016)
- Our Pathetic Age (2019)
- Action Adventure (2023)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Discogs Profile
- ↑ Family Tree Legends Joshua P. Davis
- ↑ DJ Shadow: Endtroducing…. Sleevage (2007-06-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
- ↑ DJ Shadow Bio, Music, News & Shows. DJZ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2013. ციტირების თარიღი: March 7, 2013.
- ↑ DJ Shadow biography at Davis, CA wiki page. ციტირების თარიღი: 22 January 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Guinness World Records Entry. ციტირების თარიღი: 10 October 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Chris DeVille. (November 17, 2014) I Watch DJ Shadow Soundtrack A Chevy Ad.
- ↑ Shadow's Digest, August 3rd, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
- ↑ "Out of the Shadow", Interview with Eric K. Arnold, SF Weekly, September 13, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-20. ციტირების თარიღი: 2015-11-10.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted