შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის სტატია:12-17

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:29, 14 დეკემბერი 2015-ის ვერსია, imported>David1010 (დაცულია გვერდი „თარგი:დღის სტატია:12-17“ ([რედაქტირება=ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომატურად დადას...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კიმ ჩენ ირი
კიმ ჩენ ირი

კიმ ჩენ ირი (ჰანგული 김정일, ჰანჯა 金正日) (დ. 16 თებერვალი, 1941 – გ. 17 დეკემბერი, 2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.