ფსევდოზუქიები
იერსახე
ფსევდოზუქიები (ლათ. Pseudosuchia) — ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგი თეკოიდების ზერიგისა. ცხოვრობდნენ ტრიასულ პერიოდში. იყვნენ როგორც 4, ისე 2 ფეხზე მოსიარულენი; ზურგის მხარეზე ჰქონდათ რქოვანი ფარებისაგან შემდგარი კანოვანი ჯავშანი. ფსევდოზუქიების უმრავლესობა პატარა ზომის ხმელეთის მტაცებლები იყვნენ. არსებობდნენ ნიანგისმაგვარი ფორმები, რომლებიც სიგრძით 5 მ აღწევდნენ. ფსევდოზუქიების ნაწილი შეეგუა ხეებზე ცხოვრებას. განამარხებული ნაშთები ცნობილია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ნალექებიდან. ნაპოვნია ურალისპირა მხარეში და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 409.