თარგი:დღის სტატია:03-23

14:23, 18 აპრილი 2016-ის ვერსია, imported>Giorgi13
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბენიტო მუსოლინი
ბენიტო მუსოლინი

ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი — იტალიის ფაშისტი დიქტატორი 1922-1943 წლებში. 1919 წლის 23 მარტს მილანში სან-სეპოლკოს მოედანზე ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა „ბრძოლის კავშირი“, რომელიც ფასციასავით მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია — წნელის კონა — ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და „არდიტი“-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები („არდიტი“ ანუ „მამაცები“ — სპეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოწოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია და წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.