ოსკარ შინდლერი

14:26, 27 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ოსკარ შინდლერი (გერმ. Oskar Schindler; დ. 28 აპრილი, 1908 — გ. 9 ოქტომბერი, 1974) — გერმანელი ინდუსტრიალისტი, რომელმაც მის საწარმოებში მომუშავე 1000-ზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან გადაარჩინა.[1] მის შესახებ გადაღებულია ფილმი „შინდლერის სია“ (1993).

ფაილი:Oskar Schindler.jpg
ოსკარ შინდლერი

ადრეული წლები და კარიერა

ოსკარ შინდლერი დაიბადა 1908 წლის 28 აპრილს, ეთნიკური გერმანელის ოჯახში მორავიაში, რომელიც ავსტრია-უნგრეთს ეკუთვნოდა (მორავია დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია). როცა ოსკარი 27 წლის იყო, მისი მშობლები ჰანს შინდლერი და ფრანცისკა ლუზერი ერთმანეთს დაშორდნენ. ოსკარი აღიზარდა კათოლიკურად, მაგრამ მორწმუნე არ იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაღაზიის გამყიდველად. 1928 წლის 6 მარტს ოსკარი დაქორწინდა მდიდარი ფერმერის, ეთნიკური გერმანელების ოჯახის ქალიშვილზე ემილი პელზზე (1907–2001). 30-იან წლებში ოსკარ შინდლერმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სამსახური, სცადა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, მაგრამ დიდი დეპრესიის პერიოდში მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა.

ლიტერატურა

  • David M. Crowe: Oskar Schindler: The Untold Account of His Life, Wartime Activities, and the True Story Behind the List. Westview Press, Boulder Colorado 2004, ISBN 0-8133-3375-X. (ინგლისური)
  • Thomas Keneally: Schindlers Liste. Bertelsmann, München 1983 (პირველი გერმანული გამოცემა), ISBN 3-570-00489-9 (გერმანული)
  • Mieczysław Pemper: Der rettende Weg. Schindlers Liste – die wahre Geschichte. Hoffmann und Campe, Hamburg 2005, ISBN 3-455-09493-7. (გერმანული)

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted