Official U.S. PlayStation Magazine
Official U.S. PlayStation Magazine | |
---|---|
ფაილი:Opm-0701.jpg | |
მოკლე სათაური | OPM |
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Ziff Davis |
ქვეყანა | აშშ |
რედაქციის მისამართი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია |
პუბლიკაციის ისტორია | პირველი ნომერი: დეკემბერი, 1997 ბოლო ნომერი: იანვარი, 2007 |
Officiall U.S. PlayStation Magazeine (შემოკლებით OPM) — ყოველთვიური ვიდეო თმაშების ჟურნალი. გამოიცემოდა Ziff Davis-ის მეშვეობით. იგი იყო Electronic Gaming Monthly-ის დაძმობილებული ჟურნალი. გამოცემა, ძირითადად, ორიენტირებულლი იყო ექსკლუზიურად PlayStation-ის აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჟურნალთან ერთად გამოცემდა დისკს, რომელიც შეიცავდა დემო თამაშებსა და ვიდეობს PlayStation-ის თამაშებზე. ჟურნალი არსებობდა 10 წლის განმავლობაში, 1997-2007 წლებში.
დემო დისკი
OPM იყო პირველი ჟურნალი, რომელიც შეიცავდა დემო დისკს PlayStation-ის თამაშების შესახებ. პირველი ნომრიდან მოყოლებული, ყოველ ჟურნალს მოჰყვებოდა დისკი, რომელზეც განთავსებული იყო დემო თამაშები, ვიდეოები, ინტერვიუები და ივენთები ინდუსტრიიდან. მაგალითისთვის, 1999 წლის 23 ნომერი შეიცავდა ისეთ დემო თამაშებს, როგორებიც არის Final Fantasy VIII, 3Xtreme, Tiny Tank, Jade Cocoon: Story of the Tamamayu, Macross VF-2, Centipede, You Don't Know Jack и Ultimate 8-Ball[1]. მოყოლებული 49-ე ნომრიდან (2001 წლის ოქტომბერი), ჟურნალი შეუდგა PlayStation 2-ის დემო დისკების გამოშვებას. 50-ე, 52-ე და 54-ე ნომრები იყო უკანასკნელი, რომლმებიც შეიცავდნენ დემო დისკებს PlayStation-ის შესახებ. ყველა დემო დისკი შეიმუშავა LifeLike Production, Inc.-მა.
საერთაშორისო გამოცემები
მსგავსი საერთაშორისო გამოცემები არესებობს შვედეთში, ფინეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში, ბრაზილიაში და ავსტრალიაში. ბელგიური გამოცემა, ასევე ქვეყნდება ნიდერლანდებში.
რესურსები ინტერნეტში
- OPM at 1UP.com Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- PlayStation® Network
- PlayStation® Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- RadiOPM at 1UP.com Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ოფიციალური პოდკასტი)
სქოლიო
- ↑ Official US PlayStation Magazine 23 Review for PlayStation: Great Demo Disk. GameFAQs (25 ოქტომბერი, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-05. ციტირების თარიღი: 2010-08-01.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|