შინაარსზე გადასვლა

მახუნცეთის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:43, 15 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>M. (± 2 კატეგორიები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
თარგი:ინფოდაფა ხიდი/სურათითარგი:ინფოდაფა ხიდი/პარამეტრებითარგი:ინფოდაფა ხიდი/პარამეტრებითარგი:ინფოდაფა ხიდი/პარამეტრები
მახუნცეთის ხიდი
კოორდინატები: თარგი:Nobr
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მახუნცეთის ხიდიქვისთაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე, ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. მახუნცეთის ტერიტორიაზე.

ხიდის აღწერა

ხიდის სიგრძე 24 მ. მარცხენა მისასვლელის სიგრძეა 1,75 მ, ხოლო მარჯვენასი 2 მ. შესაბამისად მისასვლელების სიგანეებია 3,24 მ და 3,70 მ. ხიდის სიგანე ცვალებადია. იგი მერყეობს 2 მ-დან 2,5 მ-მდე. ხიდი ყველაზე ვიწროა შუაწელში — 2 მ. მალი 20-25 მ. სიმაღლე თაღისა წყლის დონიდან 6 მეტრია. თაღის სიგანე თავბანდში 0,70 მ, ხოლო ქუსლში — 1,60 მ. ბურჯებად გამოყენებულია ბუნებრივი კლდე, რომელთა სიმაღლე სხვადასხვაა. კლდე ალაგ-ალაგ ამოშენებულია ქვებით.

ხიდის ასაგებად გამოყენებულია თლილი ქვა.

ფოსოები მუხანცეთის ხიდს არ აქვს. მალის სიდიდის გამო ხარაჩოების აგება აქ აუცილებელი იქნებოდა. ეს გარემოება გვაფიქრებინებს რომ, ხიდის მშენებლობის დროს მდინარეში ჩასობილი უნდა ყოფილიყო დროებითი ხიმინჯები, რომელზედაც ეწობოდა ხარაჩოები.

მახუნცეთის ხიდს არ ეტყობა ის დახვეწილი ტექნიკა და სამუშაოს სიფაქიზე, რაც კარგად შეინიშნება დანდალოს ხიდზე. მახუნცეთის ხიდს არ ჰქონია არც ლავგარდანი და არც მოაჯირი.

ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 38

რესურსები ინტერნეტში

თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted