შინაარსზე გადასვლა

კვაჰუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
14:20, 21 აგვისტო 2021-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კვაჰუ
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  განა
უმაღლესი წერტილი აკვავა
სიმაღლე 788 
სიგრძე 260 კმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კვაჰუპლატო სამხრეთ განაში. მოიცავს მდინარე ვოლტის აუზის ამაღლებულ სამხრეთ კიდეს. ქალაქ ვენჩიდან კოფირიდუამდე, შესაბამისად, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 260 კილომეტრზე. კვაჰუ განის მთავარი წყალგამყოფია. წარმოადგენს ერთი მხრივ, ქვეყნის დასავლეთი (ბირიმი, პრა, ანკობრა) და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთი (აფრამი, პრუ, სენე) ნაწილის მდინარეთა აუზების წყალგამყოფს. პლატოს საშუალო სიმაღლე 460 მ-ს აღწევს. ჩრდილოეთით და სამხრეთით მკა­ფიოდაა გამოკვეთილი ეროზიული ფერდობები. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. მაქსიმალური სიმაღლე 788 მ-ს აღწევს (მთა აკვავა). სამხრეთით შემოსილია ხშირი ტყით, რომელიც მას იცავს ჰარმატანისაგან. მთავარი ქალაქებია: ვენჩი, მამპონგი, მპრაესო და აბეტიფი.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კვაჰუ&oldid=210982“-დან