ღრმა სახელმწიფო თურქეთში
თურქეთი |
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა |
იხილეთ აგრეთვე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ღრმა სახელმწიფო (თურქ. Derin devlet) — შესაძლო გავლენიანი, ანტიდემოკრატიული კოალიციური ჯგუფები თურქეთის პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც შედგება მაღალი დონის ორგანიზაციებისგან, როგორიცაა სპეცსამსახურები (შიდა და უცხოური), შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოებს სამსახური, სასამართლო და მაფია.[1][2] ღრმა სახელმწიფოს ცნება მსგავსია „სახელმწიფო სახელმწიფოში“. მათთვის, ვისაც სჯერა მისი არსებობა, პოლიტიკურ დღის წესრიგში ღრმა სახელმწიფო მოიცავს ერთგულებას ნაციონალიზმისადმი, კორპორატიზმისა და სახელმწიფო ინტერესებისადმი. ძალადობა და სხვა საშუალებებით ზეწოლა ისტორიულად იყო ფარულად მანიპულირების საშუალება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაზე და უზრუნველყოფდა კონკრეტულ ინტერესების ფარგლებში, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი მოქცეული იყო პოლიტიკური ლანდშაფტის დემოკრატიულ ფარგლებში.[3][4] ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ამბობდა, რომ მსოფლმხედველობა და ქცევა (უპირატესად სამხედროების) ელიტას, რომელიც წარმოადგენს ღრმა სახელმწიფოს, მუშაობს იმისთვის, რომ დაიცვან ეროვნული ინტერესები, რომელიც დიდი ხნის რწმენის თანახმად, მომდინარეობს ოსმალეთის იმპერიის დაშლიდან, რომ თითქოს ქვეყანა ყოველთვის „ზღვარზეა“.[5]
ღრმა სახელმწიფოს იდეოლოგია სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხვაგვარად ჩანს, მაგალითად მემარცხენეებისთვის როგორც ანტი-მუშებრივი ან ულტრანაციონალისტური; ისლამისტებისთვის, როგორც ანტი-ისლამური და სეკულარული; ეთნიკური ქურთებისთვის როგორც ანტი-ქურთული და ლიბერალ-დემოკრატებისთვის როგორც ანტი-დემოკრატიული და ანტილიბერალური.[6] როგორც აღნიშნა თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიულენთ ეჯევითმა, მრავალფეროვნება აზრის ასახავს უთანხმოებას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ღრმა სახელმწიფო.[7] ერთ-ერთი ახსნაა, რომ „ღრმა სახელმწიფო“ არ არის ალიანსი, მაგრამ რამდენიმე ჯგუფის ერთობაა, რომელიც ანტაგონისტიკულად მუშაობს კულისებში, ხოლო თითოეული წევრი მუშაობს საკუთარი დღის წესრიგზე დაყრდნობით.[8][9][10] ღრმა სახელმწიფოს სხვა ახსნა ქსელის სასარგებლოდ განსაზღვრავს მას, როგორც ბატონობის ტიპი ჩამოყალიბებული უმაღლესი სამხედრო ავტონომიის დონეზე, რომელიც საშუალებას აძლევს უსაფრთხოების აპარატს დაარღვიოს ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები და იყენებს არაფორმალური ინსტიტუტების რეპერტუარს.[11] ღრმა სახელმწიფოს არსებობა დადასტურდა და გავრცელდა თურქეთში ეჯევითის პრემიერ-მინისტრობისას, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ თურქეთი იტალიის ოპერაციის გლადიოს და კონტრგერილას ნაწილია.[12] ბევრმა თურქმა, მათ შორის არჩეულმა პოლიტიკოსებმაც, განაცხადეს, რომ სჯერათ „ღრმა სახელმწიფოს“ არსებობის.[13][14]
ბოლო დროს ტერმინი „ღრმა სახელმწიფო“ უკვე გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ვითარების აღწერა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ეგვიპტესა[15] და აშშ-ში.[16]
ისტორია
ქვეყნები და აღწერილობა
- თურქეთი
- „ღრმა სახელმწიფო“ წარმოიშვა თურქეთში 1990-იან წლებში, როდესაც სამხედროებმა დაიწყეს თანამშრომლობა ნარკომოვაჭრეებთან და მკვლელებთან ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. (ჟურნალისტი რობერტ ვორფი);
- ტერმინი (derin devlet) "სალაპარაკო ენაზე" აღიწერება, როგორც „კრიმინალი“ ან „rogue“ ელემენტი, რომელიც რატომღაც დაკუნთულად ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება. (რაიან გინგერასის თანახმად);
- „სავარაუდოდ, არალეგალური ქსელი“ თურქი „სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი სამოქალაქო მოკავშირეების“, რომლებიც ათეული წლის განმავლობაში, „ახშობდნენ და ზოგჯერ კლავდნენ დისიდენტებს, კომუნისტებს, ჟურნალისტებს, ისლამისტებს, ქრისტიან მისიონერებს და უმცირესობათა წარმომადგენლებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ მიზნებს“ (დექსტერ ფილკინსი);[17]
- „შავი მმართველები“ პოლიციისა და სპეცსამსახურებს შორის, თავისთავებს თვლიან უფლებამოსილებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ეს ეხება „ქვეყნის უმაღლეს ინტერესებს“ (ჰიუ რობერტი).[18]
- შუა აღმოსავლეთი
- რობერტ ვორფი ამტკიცებს, რომ ტერმინი „ღრმა სახელმწიფო“ ქსელს, რომელიც თურქეთის გარდა რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც მოქმედებს, სადაც მთავრობა თანამშრომლობს: კონტრაბანდისტებთან და ჯიჰადისტებთან (სირია), ავღანეთის ომის ჯიჰადისტ ვეტერანებთან (იემენი), და სხვა კრიმინალებთან, რომლებიც წარმოადგენენ არარეგულარულ არმიას (ეგვიპტე და ალჟირი).
- ეგვიპტე
- ტერმინი გამოიყენება ეგვიპტის სამხედრო/უსაფრთხოების ქსელების მიმართ, რომლებიც გააქტიურდნენ განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების უმაღლეს საბჭოში 2011 წლის რევოლუციის შემდეგ. ისინი წარმოადგენენ „არადემოკრატიულ ლიდერებს ქვეყნის შიგნით“, რომელსაც არ ეხება არავითარი პოლიტიკური ცვლილება და „დამოუკიდებელია ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისგან“. ისინი „ხშირად იმალებიან ბიუროკრატიული ფენების ქვეშ“ და არ ასრულებენ „სრულ კონტროლს ყოველთვის“, მაგრამ გააჩნიათ „რეალური კონტროლი მნიშვნელოვან რესურსებზე (ადამიანური და ფინანსური)“.[15]
- შეერთებული შტატები
- „მეტ-ნაკლებად ფარული“ 'უსაფრთხოების იერარქიაში' ან 'უსაფრთხოების სამსახურში', რომელიც არა მარტო მოქმედებს, არამედ აკვირდება და აკონტროლებს „სახელმწიფო იერარქიას“ (ოლა ტუნანდერი);[19]
ისტორიულად
მინიმუმ ერთმა აკადემიკოსმა (ჩარლზ ტილი) სცადა დაემტკიცებინა, რომ „არსებობს ურთიერთდამოკიდებულება სამხედრო ისტორიულ პროცესებსა და სახელმწიფო დანაწილებასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის“. ბანდიტიზმი, მეკობრეობა, ყაჩაღობა, პოლიციის საქმიანობა და თბილი გაღვივება ეკუთვნის იმავე კონტინუმს“[20]
ჟან-პიერ ფილიუ (ღრმა სახელმწიფოდან ისლამურ სახელმწიფომდე) აღნიშნავს ეგვიპტის მამლუქებს და ლევანტს (1250-1517) შორის არსებულ მსგავსებას დღევანდელ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის. ორივე შემთხვევაში მათ თავიანთ თავს სახელმწიფოს მმართველების მოსამსახურედ თვლიან.[18]
ოსმალეთის იმპერია
დღევანდელი თურქული საიდუმლო სამსახურები დასაბამს ოსმალეთის იმპერიიდან იღებენ.[21][22] მაგალითად, სულთან სელიმ III-მ (მეფობდა 1789-1807 წლებში), შექმნა საიდუმლო კომიტეტი, რომელიც არსებითად მისი პირადი არმია იყო და მას იცავდა, რადგან მას რამდენიმეჯერ თავს დაესხნენ რუსეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ, 1787-1792 წლების ომების შემდეგ. ამ საიდუმლო კომიტეტის შესახებ მისი მოადგილე, დიდი ვეზირიც კი არ იცოდა.[23]
კონსპირაციული კოალიციები განსაკუთრებით აქტიური გახდნენ ერთობისა და პროგრესის კომიტეტის (1889-1918 წწ.) დროს, როდესაც ისინი გეგმავდნენ სულთნის მოშორებას.[24] ერთი დამღუპველი გმირი, იაკუპ ჯემილი, სახელმწიფოს მიერ დასაქმებული, ესროლა ენვერ ფაშას, მას შემდეგ, რაც ის აღარ იყო საჭირო.[25] ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს საზოგადოებები ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ თურქეთში თურქიფიკაციის პროცესში გააქტიურდნენ. თურქიფიკაციის საიდუმლო პოლიტიკას სავარაუდოდ ფარული ჯგუფები ახორციელებდნენ, რათა არ მოხდეს მათი ვინაობის დადგენა.[26]
მუსტაფა ქემალ ათათურქი (1881-1938) გამოიყენა ასეთი საიდუმლო საზოგადოებები (მაგალითად ქარაქოლის საზოგადოება), რომელიც დღეს სპეციალურ (სამხედრო) ძალას წარმოადგენს, რომ შემდგომში რესპუბლიკური საქმე წინ წამოეწია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დღევანდელი სავარაუდო ღრმა სახელმწიფო ამ საზოგადოების გაგრძელებაა.[1][27][28]
კონტრგერილა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღრმა სახელმწიფოს ორგანიზებული და ინსტიტუციონალიზებული ფორმა შეიქმნა აშშ-ის ხელმძღვანელობით, რათა წინააღმდეგობა გაუწია შესაძლო საბჭოთა შემოჭრას, რომელიც შეიქმნა ომის სპეციალური სამმართველოს (თურქ. Özel Harp Dairesi, ან ÖHD) ბაზაზე. ÖHD-ს, რომელსაც ზოგიერთები „თურქულ გლადიოს“ უწოდებდნენ,[29] ორგანიზაციის ყოფილმა ლიდერმა ქემალ იამაქმა აღწერა, როგორც წინააღმდეგობის ჯგუფი.[30]
გაზეთ „Milliyet“-ის ჯურნალისტან, დერია საზაქთან ინტერვიუს დროს, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა სულეიმან გენჩმა განაცხადა, რომ ÖHD-მ ისეთი გავლენა მოახდინა თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე ხელის შეშლაში, რომ ÖHD ღრმა სახელმწიფოდ მიიჩნია. 1978 წელს გენჩმა საპარლამენტო საგამოძიებო ჯგუფის შექმნა მოითხოვა, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი ამტკიცებდა, რომ იგი ამ საკითხზე ესაუბრა ÖHD-ის უფროსს ქემალ იამაკს, რომელმაც განაცხადა, რომ ÖHD არ ჩაერეოდა სამოქალაქო საქმეებში და პოლიტიკოსებს არ უნდა გაეგრძელებინათ გამოძიება. მოგვიანებით, 1979 წლის 5 იანვარს, გენჩის სახლი ანკარის ქარიაღის ქუჩაზე დაიბომბა.[29]
სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტიდან მურათ ბელგეს განცხადებით, თურქეთის მულტიპარტიულ პერიოდში, ღრმა სახელმწიფო უფრო აქტიური გახდა, რადგან სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა ფრაქციების წევრი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ.[31]
რუხი მგლები
ქენდალ ნეზანი, პარიზის ქურთულ ინსტიტუტიდან ამბობს, რომ აბდულაჰ ჩათლი, რომელიც სუსურლუკის ავარიის შედეგად დაიღუპა და რუხი მგლების ლიდერი იყო, „ითვლება გლადიოს თურქული ფილიალის მიწისქვეშა ოპერაციების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 1976-1980 წლების სისხლიანი მოვლენების დროს, რომელიც 1980 წლის სექტემბრის სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. როგორც მემარჯვენე რუხი მგლების ორგანიზაციის აქტივისტი, იგი სხვა საქმეებშიც დაადანაშაულეს, როგორიცაა შვიდი მემარცხენე სტუდენტის მკვლელობაში“.[32] ასევე ჩათლი გამოჩნდა ეროვნული ავანგარდის დამფუძნებლის, სტეფანო დელე კიაიეს კომპანიაში, ლათინურ ამერიკაში მოგზაურობისას და 1982 წლის სექტემბერში მიამიში ვიზიტისას.
ჩათლის გარდა, თურქეთის სადაზვერვო სამსახურები იყნებდნენ სხვა ულტრანაციონალისტებს, მათ შორის მეჰმეთ ალი აღჩა (რომელიც პაპის მკვლელობა სცადა), ჰალუკ კირჯი, იბრაჰიმ ჩიფთჩი, ტუგაი მარაშლი, იაჰია ეფე, ორალ ჩელიქი, მეჰმეთ შენერი, ალაატინ ჩაქიჯი, ნურულაჰ თევფიკ აღანსოი, ალი იასაკი, აბუზერ უღურლუ და ბექირ ჩელენქი..[33] 1990-იან წლებში, ამ ადამიანებმა, რომლებიც უშიშროების ძალებთან კონტაქტებს ინარჩუნებდნენ, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უკანონო ქმედებებში (მათ შორის აზარტულში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში), რაც 1996 წლის სუსურლუკის სკანდალის დროს გამოიკვეთა.[33]
1990-იანები
1992 წელს, ÖHD-ის (ომის სპეციალური სამმართველო) მეთაურმა, გენერალმა ქემალ ილმაზმა განაცხადა, რომ ქურთულ-თურქული კონფლიქტის დროს, სპეციალური სამსახური კვლავ აქტიურად მოქმედებს.[34]
ფორმირებები, როგორიცაა „Doğu Çalışma Grubu“ (ქართ. აღმოსავლეთის სამუშაო ჯგუფი; 1993 წლის თურქეთის სავარაუდო სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები), „Batı Çalışma Grubu“ (ქართ. დასავლეთის სამუშაო ჯგუფი; 1997 წლის სამხედრო მემორანდუმის ავტორები) და TUSHAD-ი, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, აგრძელებენ საიდუმლო მოქმედებას არმიასა და მის ფარგლებს გარეთ. ეს ჯგუფები და ფორმირებები, ფართო მიზნად ისახავდნენ თურქეთის ისლამიზმისა და სეპარატიზმისგან (განსაკუთრებით ქურთული სეპარატიზმსგან) დაცვას, თუმცა, ასევე გამოიკვეთა მათი ულტრანაციონალისტურ და მაფიოზურ ჯგუფებთან (სუსურლუკის სკანდალი) კავშირი, აგრეთვე ქურთულ დაჯგუფებებთან, როგორიცაა კავშირი ქურთულ ჰიზბულაჰთან. ამ სხვადასხვა ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ კავშირი ერგენექონის ორგანიზაციასთან, რომელსაც გააჩნია მსგავსი დღის წესრიგი ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად 2003 წლის „უროს ოპერაცია“, რისი დეტალებიც გაურკვეველია.
2008 წელს, ათეულობით ადამიანი დაადანაშაულეს და დააკავეს ერგენექონის გამოძიების დროს, როდესაც მათ ბრალი წაუყენეს 2009 წლისთვის სგპ-ის ჩამოშორების მცდელობაში.[31]
თურქეთის ძალოვანი უწყების ყოფილი სპეცრაზმის ჯარისკაცი აიჰან ჩარქინი, რომელიც ღრმა სახელმწიფოსთვის მუშაობდა, ამთკიცებდა, რომ ბაშბაღლარის ხოცვა-ჟლეტის უკან ღრმა სახელმწიფო იდგა.[35]
არსებობის აღიარება
პირველად, ვინც საჯაროდ განაცხადა გავლენიანი და საიდუმლო კოალიციის არსებობაზე, პრემიერ-მინისტრი ბიულენთ ეჯევითი გახდა, რომელმაც 1974 წელს გამოავლინა „კონტრგერილა“. მანამდე აშშ აფინანსებდა ომის სპეციალური სამმართველოს (თურქ. Özel Harp Dairesi, ან ÖHD), თურქეთში არსებული შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო მისიის (JUSMMAT) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ტრუმენის დოქტრინაზე დაფუძნებული ინიციატივა იყო. როდესაც დადგა ყოველწლიური საბიუჯეტო მოლაპარაკებების დრო, ÖHD-ის მეთაურმა, გენერალმა ქემალ იამაქმა სთხოვა გენერალ სემიჰ სანჯარს და შემდეგ გენერალური შტაბის უფროსს, რომ სთხოვონ ეჯევითს, სახელმწიფომ დააფინანსოს ორგანიზაცია 1 მილიონი დოლარით.[36] სწორედ ამ დროს ეჯევითმა შეიტყო მათი არსებობა და მოითხოვა ბრიფინგი.[37] ეჯევითის ცნობისმოყვარეობა და ორგანიზაციის გასაჯაროების მცდელობამ, 1977 წელს გამოიწვია იზმირის აეროპორტში მისი მკვლელობის მცდელობა.[38][39] თავის მემუარებში იამაქი აცხადებს, რომ ეჯევითის პარტიაში მოღვაწეობდნენ ÖHD-ის თანამშრომლები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში შეირჩნენ და გაიარეს გადამზადება გენერალური შტაბის უფროსთან.[30] როდესაც ეჯევითმა ჰკითხა იამაქს პარტიაში შეღწევადობის შესახებ, იამაქმა განუცხადა მას, რომ ნერვიულობის საბაბი არ არსებობს, რადგან „ბიჭები თავდაჯერებული და სპეციალურად განათლებულები იყვნენ...ამიტომ არ არიან პარლამენტის საუკეთესო წევრები? გარდა ამისა, რომელიმე მათგანი ჩართული იყო სკანდალში?“.[37]
ყოფილი პრეზიდენტი და გენერალი ქენან ევრენი, რომელიც 1980 წლის სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორია, თავის მემუარებში წერს, რომ 1980 წლის 5 მაისს შეხვდა პრემიერ-მინისტრ სულეიმან დემირელს, სადაც დემირელმა მას სთხოვა, რომ ÖHD-ის თანამშრომლები გამოიყენონ ტერორისტებთან ბრძოლაში, როგორც ჩანს ამით დემირელმა ევრენს 1972 წლის 30 მარტს, სოფელ ქიზილდერესთან მომხდარ ინციდენტზე მიანიშნა. ქენან ევრენმა უარი თქვა და განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს კონტრგერილილას შესახებ განახლდეს ჭორები.[30][40] ქენან ევრენმა მსგავსი შენიშვნები გააკეთა 1990 წლის 26 ნოემბერს გაზეთ Hürriyet-შიც.[41] იმავდროულად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თანსუ ჩილერმა ორივე მხარე — „ვინც მოკლა სახელმწიფოსთვის და ვინც დაიღუპა სახელმწიფოსთვის“, გმირებად გამოაცხადა.[42]
ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი ღრმა სახელმწიფოს ფენომენი აღწერა, როგორც სამხედროების სინონიმი,[42][43] რომლებსაც შეუძლიათ ტურბულენტულ პერიოდში ლეგიტიმური სახელმწიფოს დაქვემდებარება.[44] ქენან ევრენმა თავად დაადასტურა ეჭვები, ჟურნალისტ იავუზ დონათისთვის მიცემულ ინტერვიუში.[45]
უახლესი ბრალდება არსებობაზე ამჟამინდელი პრეზიდენტისგან (განცხადების გაკეთების დროს პრემიერ-მინისტრი), რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან მოდის, რომელმაც 2007 წლის 26 იანვარს, თურქული სატელევიზიო არხის „Kanal 7“-ის სატელევიზიო შოუს „İskele Sancak“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მას სჯერა ღრმა სახელმწიფოს არსებობის:
„მე არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ღრმა სახელმწიფო არ არსებობს. ის არსებობს. იგი ყოველთვის არსებობდა და ეს არ დაწყებულა რესპუბლიკის დროდან; მისი არსებობა ოსმალეთის დროით თარიღდება. ეს უბრალოდ ტრადიციაა. მისი არსებობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, და თუ ეს შესაძლებელია, უნდა განადგურდეს.[42][46][47]“
|
ზოგი, ერგენექონის წინააღმდეგ, ერდოღანის მმართველობის ქვეშ ჩატარებულ გამოძიებეს აფასებს, როგორც ღრმა სახელმწიფოსთან ბრძოლისკენ გადადგმულ ნაბიჯს.[48]
ორგანიზაციები
ქვემოთ მოყვანილია ის საიდუმლო ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ზოგჯერ ღრმა სახელმწიფოსთან ასოცირდებოდეს:
- ოპერაციების დეპარტამენტი
- სპეციალური ძალების სარდლობა
- ომის სპეციალური სამმართველო
- ტაქტიკური მობილიზაციის ჯგუფი
- კონტრგერილა
- ჟანდარმერიის დაზვერვისა და ანტიტერორისტული ორგანიზაცია
- ერგენექონი
- თურქეთის შურისძიების ბრიგადა
შემთხვევები
რიგმა ინციდენტებმა ღრმა სახელმწიფოს შესახებ დისკუსია წარმოშვა. ზოგიერთი მათგანი შეფასდა, როგორც კონტრგერილის ოპერაციის ნაწილი, რომელიც კომუნიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. ზოგიერთი მათგანია:
სუსურლუკის სკანდალი
სუსურლუკის სკანდალმა იფეთქა 1996 წლის 3 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელიც სუსურლუკთან ახლოს, ბალიქესირის პროვინციაში მოხდა. ამ ავარიის დროს, მანქანაში მყოფი სტამბოლის პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე ჰუსეინ ქოჯადაღი, რუხი მგლების (ნაციონალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია) ლიდერი აბდულაჰ ჩათლი და ქალი სახელად გონჯა უსი გარდაიცვალა, ხოლო დემოკრატიული პარტიის შანლიურფის დეპუტატი სედათ ბუჯაქი, რომელიც ასევე ქალაქ სივერექის სასოფლო თავდაცვითი გვარდიის ლიდერი იყო, დაშავდა. საინტერესოა, რომ ჩათლის ავარიის დროს, ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს, რომელიც „მეჰმეტ იოზბაის“ სახელზე იყო, იმ ფსევდონიმზე, რომელსაც მეჰმეთ ალი აღჩა იყენებდა იოანე პავლე II-ზე თავდასხმის დროს. ამ კოალიციამ გაამჟღავნა კავშირი უსაფრთხოების ძალებს, პოლიტიკოსებს და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის, რასაც მოჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის, მეჰმეთ აღარის (დემოკრატიული პარტია) გადადგომა.
ავარიის შედეგად შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, 1997 წლის აპრილში 350-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა რუხი მგლები გამოიყენეს და 1970-იან წლებში ზოგიერთმა სახელმწიფო ძალამ წარმოშვა მიზანმიმართული მემარცხენე/მემერჯვენე შეიარაღებული კონფლიქტები თურქეთის რესპუბლიკაში.[49]
ნურულაჰ თევფიკ აღანსოი, რომელიც ნაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერის, ალაატინ ჩაქიჯის კილერი იყო, განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ოზალის ოჯახი ჩართული იყო ჯივანგათის სკანდალში, რამაც გამოიწვია სიტყვიერი დაპირისპირება მასსა და ჩაქიჯის შორის. დაპირისპირება საბოლოოდ იმავე წელს, აღანსოის მკვლელობით დასრულდა, მაგრამ კილერის სიკვდილმა მხოლოდ უფრო მძაფრი კითხვის ნიშნები დატოვა. მკვლელობის დროს, ასევე დაიღუპნენ თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის ორი სპეციალური დაცვის ოფიცერი, რომლებიც ინციდენტის დროს აღანსოითან ერთად იყვნენ. მათი იქ ყოფნა კი არ იყო განმარტებული.[50][50]
შემდინლის ინციდენტი
2005 წლის 9 ნოემბერს, ჰაქიარის პროვინციის შემდინლის რაიონში დაბომბეს წიგნის მაღაზია, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სხვები დაშავდა. წიგნის მაღაზიის მფლობელი, თხუთმეტი წელი სასჯელს იხდიდა ქურთისტანის მუშათა პარტიისთვის (PKK) ლოჯისტიკური დახმარების გაწევის გამო. ეს ივლისის თვეში პროვინციაში მომხდარი მერვე დაბომბვა იყო.[51] ადგილობრივებმა დაიჭირეს თავდამსხმელები, რომლებიც აღმოჩნდა ორი არაოფიციალური სამხედრო ოფიცერი და PKK-ის ყოფილი ბოევიკები, რომლებიც თურქეთის ჟანდარმერიისთვის მუშაობდნენ. PKK-ის ყოფილმა ბოევიკებმა, წიგნის მაღაზიაში ორი ხელყუმბარა ისროლის. ინციდენტმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რისთვისაც აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში და შექმნა საზოგადოებრივი რეზონანსი. პასუხად, მთავრობამ დადო პირობა, რომ თავდასხმის პასუხისმგებელი ყველა პირი გამოვლინდება და დაისაჯება. სამ ეჭვმიტანილს მოგვიანებით წაუყენეს ბრალდება და სამოქალაქო სასამართლოში მათი პროცესი დაიწყო. თითოეულ მათგანს 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ინტერესი სასამართლო პროცესის მიმართ მოულოდნელად გაიზარდა, როდესაც პროკურორმა ფერჰათ სარიკაია, რომელმაც მოამზადა ძირითადი საბრალდებო დასკვნა, განაცხადა, რომ არსებობდა კავშირები მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებსა და ეჭვმიტანილებს შორის, რომლებიც იყვნენ ჟანდარმერიის სერჟანტები ალი ქაია, ოზჯან ილდენიზი და ვეისელ ათეში, ტერორისტული ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის ყოფილი წევრები. თუმცა მის მიერ წარმოებული გამოძიება შეწყდა. საბრალდებო დასკვნის საპასუხოდ[52], იუსტიციის სამინისტროს მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ პროკურორი ფერჰათ სარიკაია გაათავისუფლა თანამდებობიდან და აუკრძალეს მას იურისტად მუშაობა. 2007 წლის სექტემბერში, საქმე გადაეცა სამხედრო სასამართლოს, სამი ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს და დააბრუნეს თავიანთ თანამდებობაზე. სასამართლო პროცესის მაგალითმა აჩვენა, რომ ქვედა სასამართლო ინსტანციებს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოს პოლიტიკურად სუსტი ჯგუფების ინტერესების დაცვა, მაღალი სასამართლო ინსტანციების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად.[53] ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი თავდაპირველი დაპირებები და არ უზრუნველყო ქვედა სასამართლოების დაცვა, რა დროსაც ისინი მაღალი ინსტანციის სასამართლოებისა და სამხედროების უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ.
თავდასხმები ჯუმჰურიეთსა და სახელმწიფო საბჭოზე
2006 წელს, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს სეკულარისტი მოსამართლე მოკლეს, ხოლო გაზეთ Cumhuriyet-ის სტამბოლის ოფისი ხელყუმბარით დაიბომბა. სასამართლოს წინაშე გამოსვლისას, ნაციონალისტური ორგანიზაცია „Ülkü Ocakları“-ის პრეზიდენტმა, ალპარსლან არსლანმა განაცხადა, რომ მან ჩაიდინა ორივე დანაშაული. არსლანმა დაამატა, რომ მომდევნო სამიზნეები იყვნენ ცნობილი ჟურნალისტი მეჰმეთ ალი ბირანდი და პოპულარული შოუმენი მეჰმეთ ალი ერბილი.[54]
არსლანი ამტკიცებდა, რომ თავდასხმა თვითონ დაგეგმა, თუმცა ამაში ეჭვი შეიტანეს 2007 წელს, როდესაც გამოვლინდა ბანდა, რომელიც სავარაუდოდ შეთქმულების მიხედვით, ისლამისტური მიმდინარეობის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დამხობას აპირებდა. ერთი წლის შემდეგ, პროკურორებმა 86 მაღალჩინოსან ეჭვმიტანილს და ალპარსლან არსლანს, რომელმაც განაცხადა, რომ ბანდაზე მუშაობდა, ბრალი წაუყენეს. ბრალდებები შეიცავს ისეთ მუხლებს, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას და შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის ფლობას, მათ შორის არის არსლანის თავდასხმებს. გაზეთის დაბომბვას ადრე ისლამური ფუნდამენტალისტების ნამუშევრად თვლიდნენ, მაგრამ ახლა აღწერენ, როგორც ერგენექონის კამპანიის პირველი ეტაპის ნაწილს, რომელიც მიმართულია არეულობის მოსაწყობად. ჯგუფის მოტივები ამჟამად გაურკვეველია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ისინი თურქეთის დასავლეთთან კავშირების გარღვევას ცდილობდნენ. რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი მათ „პრორუსულს“ უწოდებს.[55][56]
ჰრანტ დინკის მკვლელობა
2007 წლის 19 იანვარს, ჰრანტ დინკი, ეთნიკურად სომეხი ჟურნალისტი, თავისი გაზეთის „აგოსის“ ოფისის წინ მოკლეს. ახალგაზრდა მკვლელი ოგიუნ სამასტი მოგვიანებით სამსუნში, მკვლელობის იარაღთან ერთად დააკავეს. მისი დაპატიმრების შემდეგ, ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ის ორ პოლიციელთან ერთად, თურქეთის დროშით ხელში პოზიორობდა. ეჭვმიტანილთა შორის, რომლებიც დაეხმარნენ ოგიუნ სამასტს, იყო ერჰან თუნჯელი. 2007 წლის 7 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „ანკა“-ს ცნობით, თუნჯელს კავშირები ჰქონდა ნაციონალისტურ წრეებთან, ასევე მუშაობდა პოლიციელების ინფორმატორად და იყო ჟანდარმერიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი.[57]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- თურქეთის „ღრმა სახელმწიფოს“ ზრდა და კლება: ერგენექონის საქმე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. სერდარ ქაიას აკადემიური სტატია გამოქვეყნებული ჟურნალ ინსაით თურქეთი.
- Derin Devlet Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. სტატიათა სერია გაზეთ Sabah-ში, სულეიმან დემირელის და ქენან ევრენის ინტერვიუები.
- დოკუმენტური ფილმი ერგენექონზე 7 იანვარი 1997. (თურქული)
- აშშ-ის ანკარის საელჩო, http://www.wikileaks.ch/cable/2002/11/02ANKARA8252.html# Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, 2002 cable on Deep state
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Söyler, Mehtap, "Informal institutions, forms of state and democracy: the Turkish deep state", Democratization, Volume 20, Issue 2, 2013, 310–334.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 15.0 15.1 What is the Deep State? | On Religion – The UK's first magazine about faith, religion and society. onreligion.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2014-09-14.
- ↑ Lofgren, Mike. (February 21, 2014) Essay: Anatomy of the Deep State. Doctoroff Media Group. ციტირების თარიღი: August 10, 2015.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 18.0 18.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Tunander, Ola (2009) „2 Democratic State vs. Deep State: Approaching the Dual“, Government of the Shadows: Parapolitics and Criminal Sovereignty,. Pluto Press, გვ. 56-72.
- ↑ Green; Penny; Ward Tony. "Organised Crime and the ‘Deep State’." (2004) „6. Organised Crime and the ‘Deep State’“, State Crime: Governments, Violence and Corruption.. Pluto, გვ. 86–104.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Bovenkerk, Frank (2004). „The Turkish Mafia and the State“, რედ. Cyrille Fijnaut, Letizia Paoli: Organized Crime in Europe: Concepts, Patterns and Control Policies in the European Union and Beyond. Springer. DOI:10.1007/978-1-4020-2765-9. ISBN 1-4020-2615-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (original)
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 29.0 29.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 30.0 30.1 30.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 31.0 31.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 33.0 33.1 İnsel, Ahmet. "Rutininde İç Düşman Olan Devlet," Birikim, March 2000, Vol. 131, quoted pp.56-58 of the 1998 Report from the Human Rights Foundation of Turkey
- ↑ ლუსი კომისარი, Turkey's terrorists: a CIA legacy lives on Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, The Progressive, April 1997
- ↑ Basbaglar katliami, Bilan kazasi olayi, Jave köyleri…Ayni ekip yapti bunlari. Basbaglar katliami kesinlikle Ergenekon zihniyeti ürünüdür, [1]
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 37.0 37.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Kenan Evren'in Anıları. Istanbul 1990, p. 431: "Başbakan Süleyman Demirel, Özel Harp Dairesi'ndeki personeli teröristlerle mücadelede kullanmamızı ve onlarla çete savaşı yaparak öldürmemizi, vaktiyle de bu teşkilatın böyle kullanılmış olduğunu söyledi. 1971 sıkıyönetim dönemindeki Kızıldere olayında kullanılan personeli kastediyordu. Bu hal tarzına şiddetle karşı çıktım. Genelkurmay Başkanı olduktan sonra bu daireyi esas görevine yönelttiğimi tekrar kontrgerilla söylentileri istemediğimi söyledim."
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 42.0 42.1 42.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ How deep is the deep state?, soL.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Human Rights Foundation (თურქეთი) (HRFT): Annual Report 1997, ISBN 975-7217-22-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, in the Turkish version the quote is on p. 7
- ↑ 50.0 50.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Gunes Murat Tezcur, "Judicial Activism in Perilous Times," Law & Society Review 43(2) (June 2009): 302-336.
- ↑ Şemdinli indictment: PDF Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, DOC Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (თურქული)
- ↑ Tezcur, "Judicial Activism in Perilous Times," Law & Society Review, p. 329.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Junta’s Cage Operation Action Plan against non-Muslims uncovered
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted