შინაარსზე გადასვლა

ტრანსპორტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:14, 24 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
უნივერსალური ტრანსპორტირი

ტრანსპორტირი, საკუთხარი (ფრანგ. transporteur, ლათ. transporto – გადამაქვს) — ნახაზზე კუთხის ასაგები და მისი გასაზომი ხელსაწყო. ძირითადად შედგება სახაზავისა და ნახევარწრისაგან, რომელიც დაყოფილია გრადუსებად 0-იდან 180°-მდე. ტრანსპორტირის სიზუსტე იზრდება მისი ზომების გადიდებასთან ერთად, რადგან მცირდება დანაყოფის ფასი. ტრანსპორტირი რომ ძალიან ზუსტი იყოს, უკეთებენ (მაგალითად, ნავიგაციაში) კუთხესაზომი ნონიუსის (ვერნიერის) მქონე გამჭვირვალე სახაზავს, რომელიც ბრუნავს ცენტრის ირგვლივ.


გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში