Arp 273
იერსახე
გალაქტიკა | |
---|---|
დაკვირვების მონაცემები (ეპოქა J2000) | |
პირდაპირი ასვლა | 02სთ 21წთ 28.703წმ[1] |
დახრილობა | +39° 22′ 32.65″ |
მახასიათებლები | |
მანძილი | 300 მილიონი სინ.წელი |
Arp 273 — ურთიერთქმედ გალაქტიკათა ჯგუფი ანდრომედეს გალაქტიკიდან 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. პირველად, იგი 1966 წელს, ჰელტონ არპის მიერ შედგენილ უჩვეულო გალაქტიკათა ატლასში აღიწერა.[2] სპირალურ გალაქტიკათა შორის უდიდესი, ცნობილი, როგორც UGC 1810, ხუთჯერ მასიურია, ვიდრე მცირე გალაქტიკა.[3] მას გააჩნია დისკი, რომელიც თანამგზავრი გალაქტიკის — UGC 1813-ის გრავიტაციული მიზიდულობით დეფორმირდა და ვარდის მსგავსი ფორმა მიიღო. მცირე გალაქტიკა, საკუთარ ბირთვში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესთა მიმდინარეობის აშკარა ნიშნებს ავლენს.[4] მიიჩნევა, რომ მან UGC 1810-ს ჩაუარა.[5]
ფაილი:Arp 273 Zoom Sequence.ogv
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
- ↑ SIMBAD Astronomical Database. Results for Arp 273. ციტირების თარიღი: 2011-04-20.
- ↑ Interacting galaxies Arp 273. National Optical Astronomy Observatory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-03. ციტირების თარიღი: 2011-04-21.
- ↑ Usher, Oli; Villard, Ray. A galactic rose highlights Hubble's 21st anniversary (2011-04-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2011. ციტირების თარიღი: 2011-04-21.
- ↑ NASA's Hubble Celebrates 21st Anniversary with "Rose" of Galaxies. HubbleSite (2011-04-20). ციტირების თარიღი: 2011-04-21.
- ↑ A galactic rose highlights Hubble's 21st anniversary. physorg.com (2011-04-21). ციტირების თარიღი: 2011-04-21.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted