აფიანჩის ჭა
იერსახე
აფიანჩის ჭა — კარსტული ჭა საქართველოში, აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ წებელდის ტაფობში, აფიანჩა-ჩაჟოუშის ქედის ჩრდილოეთ კალთის ზედაცარცულ კირქვებში. სიღრმე 70 მ. ჭის პირი ვიწრო მილისებური ხვრელია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაგმიტები და კალციტის მოფარდაგებანი; მექანიკურიდან ნგრევის ადგილობრივი მასალა, თიხის ნაფენები. ჰავა სტატიურია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 17.
- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.