შინაარსზე გადასვლა

Planet Earth II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
03:45, 12 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Planet Earth II
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი დოკუმენტური ფილმი ბუნების თემატიკაზე
ავტორი BBC
მთხრობელი დეივიდ ეტენბორო
თემის კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ეპიზოდი 6
ეთერი
ჩვენების ფორმატი 576i
1080i
4K UHD
პირველად ეთერში 6 ნოემბერი, 2016
რესურსები ინტერნეტში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Planet Earth II (ქართ. პლანეტა დედამიწა II) — 2016 წლის ბრიტანული დოკუმენტური ფილმი ბუნების თემატიკაზე; გადაღებულია BBC-ის მიერ, როგორც 2006 წელს გამოსული Planet Earth-ის გაგრძელება.[1] სერიალს უძღვება და ჰყვება სერ დეივიდ ეტენბორო, მუსიკის მთავარი თემა კი ჰანს ციმერის მიერაა შექმნილი.[2][3]

პირველი ანონსი 2016 წლის 9 ოქტომბერს გამოვიდა, პრემიერა კი გაერთიანებულ სამეფოში 6 ნოემბერს, BBC One-ისა და BBC One HD-ის ეთერში შედგა.[4] Planet Earth II BBC-ის მიერ გამოშვებული პირველი სატელევიზიო სერიალია ულტრამაღალი გარჩევადობით (4K).[5][6]

გადაღება

სერიალი BBC-მ 2013 წელს დააანონსა სამუშაო სათაურით One Planet, თუმცა მოგვიანებით სახელი შეიცვალა და Planet Earth II ეწოდა.[7][8][9]

2006 წელს გამოსული Planet Earth ბუნების თემატიკაზე გადაღებული ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმი იყო მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატში, Planet Earth II-ში კი კიდევ უფრო უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, მათ შორის ულტრამაღალი გარჩევადობა (4K), გაუმჯობესებული კამერის სტაბილიზაცია, დისტანციური გადაღება და საჰაერო დრონის ტექნოლოგია.[9]

მაუწყებლობა

ბრიტანული ტელევიზია

Planet Earth II-ის დებიუტი ბრიტანულ ტელევიზიაში 6 ნოემბერს შედგა და ამჟამად BBC One-ისა და BBC One HD-ის ეთერში გადის, შედგება ექვსი ეპიზოდისგან.

საერთაშორისო

საერთაშორისო მასშტაბით, სერიალი BBC Earth-ის ეთერში გავა, თუმცა ზოგიერთი ქვეყნისათვის იქნება გამონაკლისი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმის ჩვენება 2017 წლის 28 იანვრიდან, ყოველ ორშაბათს, BBC America-ს ეთერში შედგება.[10]

ეპიზოდები

  • „კუნძულები“ — 6 ნოემბერი, 2016
  • „მთები“ — 13 ნოემბერი, 2016
  • „ჯუნგლები“ — 20 ნოემბერი, 2016
  • „უდაბნოები“ — 27 ნოემბერი, 2016
  • „მდელოები“ — 4 დეკემბერი, 2016
  • „ქალაქები“ — 11 დეკემბერი, 2016

საუნდტრეკი

სერიალის მთავარი მუსიკალური თემა ჰანს ციმერმა დაწერა, ორიგინალური მუსიკა თითოეული ეპიზოდისთვის კი იაკობ შეამ და იაშა კლებემ. ციფრულად 2016 წლის 11 ნოემბერს გამოვიდა.[11][12][13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. ‘Planet Earth II’ Soundtrack Details. ციტირების თარიღი: 2016-11-13.
  4. Planet Earth II – Islands. BBC Media Centre.
  5. BBC captures nature in 4K for 'Planet Earth II'. engadget.co.uk (23 February 2016). ციტირების თარიღი: 19 October 2016.
  6. Planet Earth 2 from BBC will debut in 2016 in beautiful 4K UHD video quality. 4k.com (24 February 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 19 October 2016.
  7. BBC commissions Blue Planet follow up. BBC News.
  8. MIPTV '14: ZDF to coproduce BBC series 'One Planet'. Realscreen.
  9. 9.0 9.1 Sir David Attenborough to present brand new landmark natural history series for BBC One. BBC Media Centre.
  10. ANNOUNCING: ‘Planet Earth II’ Premieres Saturday, January 28 on BBC America. BBC America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 October 2016.
  11. 'Planet Earth II' Soundtrack Details. Film Music Reporter. ციტირების თარიღი: 26 October 2016.
  12. Planet Earth II (Digital Music Soundtrack). Amazon.co.uk.
  13. Planet Earth II (Original Television Soundtrack) by Hans Zimmer. iTunes Store US.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Planet_Earth_II&oldid=217189“-დან