შინაარსზე გადასვლა

ქარაგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:34, 8 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Charagma 1.jpg
ი(ესო)ჳ ქ(რისტ)ჱ
(იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, X ს.)

ქარაგმა (ძვ. ბერძნ. χάραγμα [charagma] — „ნიშანი“, „ნაკვალევი“, „კალმისმონასმი“), ასონაკლების ნიშანი[1] — ძველ ხელნაწერებში, წარწერებში შემოკლებული სიტყვის თავზე დასმული ნიშანი. იყენებდნენ საწერი მასალის ეკონომიისა და სამუშაოს შემსუბუქების მიზნით ხშირად ხმარებული სიტყვების შემოკლებისას. ტერმინი „ქარაგმა“ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად X საუკუნის ჰიმნოგრაფის მიქაელ მოდრეკილის „იადგარშია“ ნახმარი (ხელნაწერი S 425). ქარაგმის გრაფიკული გამოსახულებაა სწორი ჰორიზონტალური ხაზი თავსა და ბოლოში დასმული წერტილებით (უმთავრესად V—X საუკუნეებში) ან მოკლე დახრილი ხაზებით и. ისტორიულ დოკუმენტებში ქარაგმად გამოყენებულია სწორი ან გახრილი ხაზები — ~, ეპიგრაფიკულ ძეგლებში — სწორი ხაზი, რომელიც ქვაზე ამოსაკვეთად ყველაზე მოსახერხებელია. თუ შემოკლებული სიტყვა გრძელია ან მომდევნო სტრიქონზე გადადის, სიტყვას ორი ქარაგმა ეწერება.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ქარაგმა&oldid=218736“-დან