ქართველთა დასახლება მოსკოვს XVII-XVIII საუკუნეებში

15:46, 6 ივლისი 2022-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ქართველთა დასახლება მოსკოვს XVII-XVIII საუკუნეებშისაქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ფილიალი მოსკოვში. ექსპოზიცია გაიხსნა 1981 წლის 23 ივნისს ქართველთა ყოფილ საცხოვრებელ მემორიალურ შენობაში, ბოლშაია-გრუზინსკაიაზე. მუზეუმში მოთავსებული ექსპონატები ქრონოლოგიურად ასახავს საქართველოს სამეფო-სამთავროების ურთიერთობის განვითარებას, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას რუსეთის სახელმწიფოსთან, ქართველთა პირველ ჩასვლას მოსკოვში, მათი ახალშენის წარმოქმნას და ქართული კულტურის ამ კერის ისტორიას. ექსპონატები წარმოაჩენს მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა მრავალმხრივ — დიპლომატიურ, კულტურულ, სამხედრო — შემოქმედებას, მათ ურთიერთობას რუს მეცნიერებთან, მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან.

ლიტერატურა