შინაარსზე გადასვლა

სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:13, 18 ივნისი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი

Ботанический сад Южного федерального университета

მდებარეობა ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთი, როსტოვის ოლქი
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთი
უახლოესი ქალაქი დონის როსტოვი, ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთი
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფართობი 160,5 ჰა-ზე მეტი
დაარსდა 1927
ოფიციალური საიტი http://bg.sfedu.ru

სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი (რუს. Ботанический сад Южного федерального университета) — ბოტანიკური ბაღი რუსეთში, მდებარეობს როსტოვის ოლქში, დონის როსტოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტემერნიკის ხეობაში. დაარსებულია 1927 წელს და ეს არის პირველი ბოტანიკური ბაღი სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე.

ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს მინერალური წყარო, რომელიც ატარებს სერაფიმ საროველის სახელს. ბაღის ადმინისტრაცია ახდენს მის რეკლამირებას, როგორც მართლმადიდებლური სიწმინდე[1].

ისტორია

ქალაქში ბოტანიკური ბაღის შექმნის შესახებ პირველად ალაპარაკდნენ 1915 წელს, მას შემდეგ, რაც დონის როსტოვში გადმოიტანეს ვარშავის უნივერსიტეტი გერმანელთა ძალების მიერ პოლონეთის დედაქალაქის დაპყრობის საფრთხის გამო. მხოლოდ 1927 წელს პროფესორ ვიქტორ ხმელენსკისა და ვ. ვერშკოვის ინიციატივით ქალაქის ხელისუფლებამ გამოყო ბოტანიკური ბაღისთვის 74,11 ჰა მიწის ნაკვეთი. მისი მთავარი დანიშნულება იყო სტეპში სხვადასხვა რეგიონიდან გადმოტანილი მცენარეების აკლიმატიზაცია.

ბოტანიკური ბაღის მოწყობაში მონაწილეობდა ათასობით როსტოველი. ყველა სამუშაო მიმდინარეობდა ხელით. 1929 წელს დაწყებული სამუშაოები დასრულდა 1933 წელს. უკვე ამავე პერიოდში დაიწყო დეკორატიული, ტექნიკური და სხვა კულტურების შეგროვება. 1940 წლისათვის კოლექცია მოიცავდა ათასზე მეტ მცენარის ჯიშს. ბტანიკური ბაღის საერთო ფართობია 269,5 ჰა, საიდანაც 100 ჰა უკავია დენდრარიუმს, 7 ჰა - ორანჟერეას, ხოლო 32 ჰა - სანერგეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს პრაქტიკულად სრულიად განადგურდა ბტანიკური ბაღი. ომის შემდეგ მთელი ბოტანიკური ბაღი და კოლექცია აღადგინეს[2].

ამჟამად ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფ სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო განყოფილებას.

კოლექცია

სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ბაღია რუსეთში. მის კოლექციაში შედის ხეების 6 500 სახეობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 90 წლის 25 მეტრიანი მუხა, ბზა, კოწახური, გინკგო, ღვია, ქაცვი. ორანჟერეის კოლექციაში გვხვდება აგავა, ფიკუსი, სამოთხის ბანანი, ფინიკის პალმა და ბამბუკი[2].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Современность — Ботанический сад ЮФУ — официальный сайт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-16. ციტირების თარიღი: 2017-02-12.
  2. 2.0 2.1 Ландшафтная архитектура. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-02-06.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted