ზედზგითი
იერსახე
ზედზგითის ეკლესია | |
![]()
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ქვეყანა | ![]() |
მუნიციპალიტეტი | შაქი |
ადგილმდებარეობა | სოფ. ორთა ზეიზითი. |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | თავისუფალი ჯვარი |
თარიღდება | IX-X სს. |
დეტალები
| |
ზედზგითის ეკლესია (აზერ. Zəyzid kilsəsi) — ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შაქის რაიონის სოფელ ორთა ზეიზითში.
ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ განაპირა უბანში. შვერილ აფსიდიანი გუმბათიანი ეკლესია სუფთად თლილი შირიმის ქვებითაა ნაგები. ოდნავ შვერილი ჯვრის მკლავებს მძლავრი ლილვები აუყვება და აფრების გაყოლებაზე გუმბათის ყელის ქვედა რეგისტრს შემოუყვება. კედლებზე ნალესობის და ფრესკათა კვალია შემორჩენილი. ტაძარს ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი აკრავს. კარი დასავლეთიდანაა გაჭრილი. სტილისტური ნიშნებით ეკლესია IX-X საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.
გალერეა
-
რეკონსტრუქცია -
ფასადი -
ფასადი -
ინტერიერი