შინაარსზე გადასვლა

სერგეი ლიტოვჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
06:53, 29 ივნისი 2022-ის ვერსია, imported>David1010
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სერგეი ლიტოვჩენკო (უკრ. Сергій Сергійович Літовченко; დ. 4 ოქტომბერი, 1987, ხარკივი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, „აქჟაიკის“ მეკარე.

კარიერა

ლიტოვჩენკო ხარკივის „არსენალის“ აღზრდილია. ამავე კლუბის რიგებში შედგა მისი დებიუტი, 2005 წლის 24 სექტემბერს. „არსენალში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ იჯარის წესით განათხოვრებული იყო ასევე ხარკივის კლუბ „გაზოვიკში“, ნახევარი სეზონის შემდეგ დაბრუნდა „არსენალში“.

2009 წლის ზაფხულში გადავიდა „ფენიქს-ილიჩოვეცში“. 2011 წელს კლუბი დაიშალა, შედეგად თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა უკრაინის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ლუცკის „ვოლინში“. წელიწადნახევარი მხოლოდ დუბლებში უწევდა თამაში, რის გამოც 2012 წელს იჯარის წესით იცავდა „ნეფტიანიკ-უკრნეფტის“ ღირსებას. ახალ კლუბში მალევე დაიმკვიდრა თავი. 2012-13 წლების სეზონიდან დაბრუნდა „ვოლინში“ და ადგილი დაიკავა ძირითად შემადგენლობაში. მისი დებიუტი უკრაინის უმაღლეს ლიგაში შედგა 2012 წლის 6 აგვისტოს, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ, მან 46-ე წუთზე მაქსიმ სტარცევი შეცვალა.[1] 2012-13 წლების სეზონში ჯამში ჩაატარა 15 მატჩი. 2013-14 წლების სეზონიდან ნაკლებად უწევდა ძირითად გუნდში თამაში, ამიტომ 2015 წლის იანვარში „ვოლინი“ დატოვა და გადავიდა უკრაინის დონით მეორე ჩემპიონატის კლუბ „ჰელიოსში“, სადაც გატარებულ ნახევარ სეზონში დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. შემდეგ ერთი სეზონი იცავდა დონეცკის „ოლიმპიკის“ ღირსებას.

2016 წლის ზაფხულში გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“.[2] 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, „ზუგდიდის“ შემადგენლობაში ჩაატარა 9 მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან, ლიტოვჩენკომ შეძლო კარგი თამაშით თავის გამოჩენა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა „დინამო თბილისს“.[3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted