ჩატალ-ობა
ჩატალ-ობის ყორღანები (რუს. Курганы Чатал-Оба) — არქეოლოგიური ობიექტი სოფელ ჩალტირის შესასვლელში[1], მიასნიკოვის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[2]. მკვლევრები გამოჰყოფენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ყორღანებს[3].
ისტორია
ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ყორღანები უნდა ეკუთვნოდეს შუა ბრინჯაოს ხანას. არქეოლოგიური სამუშაოები სამხრეთ ყორღანის ტერიტორიაზე[3] მიმდინარეობდა 1996 წელს ცნობილი არქეოლოგის ევგენი ბესპალის ხელმძღვანელობით[4]. ყორღანის კვლევის დროს დადასტურდა სამი ძირითადი მიწაყრილი და ათობით სამარხი. სამარხებიდან ორი ეკუთვნოდა გვიანი ბრინჯაოს ხანას, დანარჩენები კი განეკუთვნებოდა შუა ბრინჯაოს ხანას. ერთი სამარხი კი XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნებოდა[3]. სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღმოაჩინეს სარმატების ოქროს ნივთები[1].
2001 წლიდან დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ჩრდილოეთის ყორღანზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ექსპედიცია. აღმოაჩინეს ხუთი მიწაყრილი და 18 სამარხი, რომელთაგანაც 16 მკვლევარებმა დაათარიღეს შუა ბრინჯაოს ხანით. ასევე აღმოაჩინეს ყივჩაყთა სალოცავი ქვის საკურთხევლით, ასევა ადრესარმატული სამარხები[3].
აღწერა
ყორღანების თანამედროვე სიმაღლეა 4 მეტრი, სავარაუდოდ ადრე იგი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ჩატალ-ობის ყორღანები იყოს საგვარეულო სამარხი. სამარხები, რომელიც აღმოჩენილია კატაკომბებში, მიეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანას. რამდენიმე აქ აღმოჩენილი ნივთი გამოფენილია ტანაისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის საგამოფენო დარბაზებში[5].
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 «Донского Шлимана» погубило древнее золото скифов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-29. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
- ↑ Мясниковский район
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 П. А. Ларенок. Курганы Чатал Оба (некоторые полевые наблюдения о развитии погребального обряда в эпоху средней бронзы на правобережье дельты р. Дон)
- ↑ Штрихи к портрету археолога Е. И. Беспалого. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
- ↑ Археологический музей-заповедник Танаис. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 2017-03-14.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted