შინაარსზე გადასვლა

მიტროფანე გრეკოვის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
06:14, 11 ივნისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
თარგი:If declined
მიტროფანე გრეკოვის სახლ-მუზეუმი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Дом-музей М.Б. Грекова, Новочеркасск.jpg
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა 1957
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
მდებარეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100100000
დირექტორი სვეტლანა სედინკო
ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
თარგი:If declined

მიტროფანე გრეკოვის სახლ-მუზეუმი (რუს. Дом-музей М. Б. Грекова) — სახლ-მუზეუმი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლში 14 წელი ცხოვრობდა საბჭოთა მხატვარი მიტროფანე გრეკოვი. სახლ-მუზეუმი არის ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმის ფილიალი. შენობა არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].

მუზეუმის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნოვოჩერკასკი, გრეკოვის ქუჩა № 124.

ისტორია

მიტროფანე გრეკოვის (1882-1934 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი ნაწილი წარიმართა ქალაქ ნოვოჩერკასკში. მხატვარი ქალაქში ცხოვრობდა 14 წლის განმავლობაში ამ პერიოდში მან შექმნა 92 ტილო, მათ შორის „ბუდიონის რაზმში“ (1923 წ.),„ტაჩანკა“ (1925 წ.), „კავალერიის შეტევა“ (1927 წ.), „ეგორლინკის ბრძოლა“ (1927-1928 წწ.), პირველი საბჭოთა დიორამა „როსტოვის აღება“. მხატვარი სახლში ცხოვრობდა 1918 წლის ივნისიდან 1931 წლამდე. ამ დროიდან ოთხი წელი და სამი თვე მსახურობდა საომარ ნაწილებში, დანარჩენი პერიოდი კი ხატავდა სურათებს. საბჭოთა მხატვარ-ბატალისტისათვის ნოვოჩერკასკში ცხოვრების პერიოდი იყო საკმაოდ ნაყოფიერი. ამ პერიოდში მან შექმნა 74 ცნობილი ნახატი.

მხატვარი მიტროფანე მარტიშჩენკო, რომელიც მუშაობდა ფსევდონიმით მ. გრეკოვი, დაიბადა 1882 წელს ხუტორ შარპაევკაში. ფერწერას სწავლობდა ოდესის სამხატვრო სასწავლებელში, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. გახდა საბჭოთა ბატალისტიკისა და საბჭოთა პანორამული ხელოვნების დამაარსებელი. მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1957 წელს მხატვრის გადაცვალებიდან 23 წლის შემდეგ. სახლში დაცულია ის ავეჯი და ნივთები რომელსაც იყენებდა მხატვარი[2]. მემორიალის შემადგენლობაში შედის სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ფლიგელი, მცირე ხეხილის ბაღი. სახლში დაცულია მისი ნახატები, ესკიზები, ეტიუდები, მხატვრის პირადი ნივთები.

მხატვრის სახელოსნოში დაცულია მისი მოლბერტი, სკამით, დივანი, მეტალის სავარძელი, კარადა. სახელოსნოს კედლებზე ჰკიდია მისი ნახატები[3]. სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში ერთ-ერთი განყოფილება ეძღვნება მის ბატალისტურ ნახატებს[4].

მემორიალური სახლ-მუზეუმის ეზოში დგას მ. გრეკოვის ბიუსტი.

მუზეუმის პირველი დირექტორი იყო მხატვრის ძმისშვილი ელენა ტერენტის ასული გრეკოვა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სახლ-მუზეუმის ჩამოყალიბებაში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted