შინაარსზე გადასვლა

ტუნ-საკარანის საზღვაო პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:54, 24 სექტემბერი 2021-ის ვერსია, 114.5.102.7 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ტუნ-საკარანის საზღვაო პარკი

Taman Marin Tun Sakaran

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფართობი 101 კმ²
დაარსდა 2004
მმართველი ორგანო საბაჰის პარკები

ტუნ-საკარანის საზღვაო პარკი, აგრეთვე ცნობილი როგორც სემპორნის კუნძულების პარკი — სახელმწიფო საზღვაო პარკი მალაიზიაში, საბაჰის შტატის სანაპიროს აღმოსავლეთით. მოიცავს ბოდგაიის, ბოჰეიდულანგის, საბანგკატისა და სალაკანის კუნძულებს, ასევე რამდენიმე მცირე კუნძულსა და რიფებს. 2004 წელს, 350 კმ² ტერიტორიას პარკის სტატუსი მიენიჭა და საბაჰის პარკების ადმინისტრაციას დაექვემდებარა. პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობაც ბაჯოს მომთაბარე ხალხს ეკუთვნის. ისინი დღემდე ოჩოფეხებიან სახლებსა და მოტივტივე სახლებში ცხოვრობენ.[1]

ისტორია

კუნძულ ბოდგაიას 1933 წელს სატყეო ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა, ბოჰეიდულანგს კი ფრინველთა ნაკრძალის. 1977 წელს სახელმწიფო პარკის შექმნის იდეა გაჩნდა. მოგვიანებით, 1998 წელს, საზღვაო კონსერვაციის საზოგადოებას, საბაჰის პარკებსა და მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის მალაიზიის წარმომადგენლობას შორის მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად შეიქმნა სეპორნის კუნძულების პროექტი, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა. საბოლოოდ, 2004 წელს კუნძულებს სახელმწიფო პარკის სტატუსი მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Tun Sakaran Marine Park, Sabah, Malaysia.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted