შინაარსზე გადასვლა

გრანადა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:50, 7 ივნისი 2017-ის ვერსია, imported>ასლამაზიშვილი (განახლდა მოძველებული მონაცემები)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

გრანადა
ფაილი:საფეხბურთო კლუბ გრანადას ლოგო.svg
სრული სახელი Granada Club de Fútbol, S.A.D.
მეტსახელი ნასრიდები (ესპ. Nazaríes)
გრანა (ესპ. El Graná)
დაარსდა 14 აპრილი, 1931; წინ (1931-04-14)
სტადიონი ნუევო ლოს კარმენესი
გრანადა, ესპანეთი
(ტევადობა: 23,934 მაყურებელი)
პრეზიდენტი ჩინეთის დროშა ციან ლიჟანგი
მწვრთნელი ინგლისის დროშა ტონი ადამსი
კაპიტანი საფრანგეთის დროშა დიმიტრი ფულკიე
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2016-17 პრიმერა დივიზიონი, მე-20 ადგილი (დაქვეითდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „გრანადა“ (ესპ. Granada Club de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1921 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ გრანადაში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნუევო ლოს კარმენესზე.

„რეალ ბეტისთან“ და „სევილიასთან“ ერთად „გრანადა“ არის მესამე ანდალუზიური კლუბი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში. პირველად უმაღლეს ლიგაში აღზევდა 1941-42 წლების სეზონში, სადაც ჯამში 20 სეზონი გაატარა. საუკეთესო შედეგია მე-6 ადგილი, რომელიც 2 სეზონში დაიკავა. 1959 წელს ითამაშა ესპანეთის თასის ფინალში.

ისტორია

კლუბი დაარსდა 1931 წლის 14 აპრილს, როგორც „რეკრეატივო გრანადა“,[1] პირველი პრეზიდენტი იყო ხულიო ლოპეს ფერნანდესი. პირველი საფეხბურთო მატჩი „გრანადამ“ ჩაატარა ხაენის „დეპორტივოს“ წინააღმდეგ, სადაც გაიმარჯვა ანგარიშით 2-1. ამ მატჩში კლუბის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა ანტონიო ბომბილიარმა.

1941-42 წლების სეზონში „გრანადა“ პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში. შემდეგ 80-იან წლებამდე კლუბი ან პრიმერა დივიზიონში ასპარეზობდა ან სეგუნდა დივიზიონში. 70-იან წლებში „განადამ“ ზედიზედ 8 სეზონი გაატარა უმაღლეს ლიგაში და 2 სეზონში (1971-72 და 1972-73) დააფიქსირა კლუბის ისტორიის საუკეთესო შედეგი, მე-6 ადგილი.

1959 წელს „გრანადამ“ შეძლო ესპანთის თასის ფინალში გასვლა, სადაც სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხდა „ბარსელონასთან, ანგარიშით 4-1.

1980-იან წლების დიდი ნაწილი კლუბმა გაატარა სეგუნდა დივიზიონსა და სეგუნდა დივიზიონ ბ-ში (დონით მესამე ჩემპიონატი). 2002-03 წლების სეზონში, ფეხბურთელებზე ხელფასების არ გადახდის გამო დაქვეითდა დონით მეოთხე ჩემპიონატში.[2] 4 სეზონის შემდეგ, „გრანადაში“ მოვიდნენ მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი და მისი შვილი პაკო, მათი დახმარებით კლუბმა შეძლო ჩემპიონატის მოგება და დონით მესამე ჩემპიონატში აღზევება. თუმცა კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

გრანადა „დეპორტივოს“ წინააღმდეგ

„გრანადამ“ ოთხი სეზონი გაატარა დონით მესამე ჩემპიონატშიც. 2009 წლის ივლისში, პინანსური პრობლემების გამო კლუბი დახურვის პირას იყო.[3] პრობლემა მოგვარდა „უდინეზესთან თანამშრომლობით, რომელმაც „გრანადისგან“ ბევრი ფეხბურთელი შეიძინა, ხოლო „უდინეზესგან“ ანდალუზიურმა კლუბმა დუბლშემადგენლობით და აკადემიის ფეხბურთელებით მიიღო შევსება.[3] 2009-10 წლების სეზონში „გრანადამ“ შეძლო პირველი ადგილის დაკავება რეგიონულ ჩემპიონატში, გაიმარჯვა პლეი-ოფში და 22 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში.

2010-11 წლების სეზონში, კლუბმა დაიკავა მე-5 ადგილი. მოთამაშეების უმეტესობა იჯარის წესით ირიცხებოდა „უდინეზედან“.[3] 2011 წლის 18 ივნისს, სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფში „გრადანამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა „სელტა (1-1) და სტუმრად გატანილი გოლის წესით „ელჩე“ (ანგარიში ჯამში 1-1), შედეგად 35 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა პრიმერა დივიზიონში.[4][5]

მიმდინარე შემადგენლობა

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core რუი სილვა
3 მცველი თარგი:Fba/core გასტონ სილვა
4 ნახევარმცველი თარგი:Fba/core სერხი სამპერი
5 მცველი თარგი:Fba/core უჩე აგბო
6 მცველი თარგი:Fba/core დავიდ ლომბანი
7 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ადრიან რამოსი
8 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მუბარაკ ვაკასო
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ესეკიელ პონსე
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ჟერემი ბოგა
11 ნახევარმცველი თარგი:Fba/core პანაგიოტის კონე
13 მეკარე თარგი:Fba/core გილიერმო ოჩოა
14 მცველი თარგი:Fba/core ფრანკ ტაბანუ
15 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ომერ ატცილი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 ნახევარმცველი თარგი:Fba/core მეჰდი კარსელა-გონსალესი
17 მცველი თარგი:Fba/core რუბენ ვეზუ
18 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ანდრეას პერეირა
19 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ისააკ კუენკა
20 მცველი თარგი:Fba/core მატიე სონიე
21 ნახევარმცველი თარგი:Fba/core რენე კრჰინი
22 მცველი თარგი:Fba/core დიმიტრი ფულკიე (კაპიტანი)
23 მცველი თარგი:Fba/core ექტორ ერნანდესი
24 თავდამსხმელი თარგი:Fba/core არტემ კრავეცი
25 მცველი თარგი:Fba/core სვერირ ინგასონი
26 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ვიქტორიენ ანგბანი
34 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ალი მალე

ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Datos del club (Club data); Granada official website (ესპანური)
  2. 22 años en el infierno Spanish. Granada Hoy (20 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 How Udinese beat the system and stands at the gates of La Liga. A Football Report (14 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2011.
  4. Granada promoted to La Liga. Sky Sports (18 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2011.
  5. Granada, en Primera 35 años después Spanish. Marca (18 ივნისი 2011). ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2011.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted