შინაარსზე გადასვლა

მირაკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:11, 11 დეკემბერი 2014-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მირაკლი (ფრანგ. miracle < miraculum — სასწაული) — შუა საუკუნეების რელიგიურ-დიდაქტიკური დრამა ქრისტეს ცხოვრებასა ან რომელიმე წმინდანის ცხოვრების თემაზე. ჩვეულებრივ, ბოლოვდება ღვთისმშობლის მიერ ჩადენილი სასწაულით. აღმოცენდა XIII საუკუნეში, XIV საუკუნეში გავრცელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მოგვიანებით რელიგიური მოტივი ჩანაცვლებულია ავანტიურული ამბებით, საოჯახო-ყოფითი თემით, ძლიერდება ფსიქოლოგიზმი, კონფლიქტები. ჩნდება სოციალური და ანტიკლერიკალური კრიტიკისა და სატირის მომენტებიც.

ლიტერატურა

  • Дживелегов А., Бояджиев Г. История западно-европейского театра. М., 1991
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მირაკლი&oldid=22922“-დან