ჭალის ეკლესია (არფაჩაი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ჭალის ეკლესია | |
ფაილი:ჭალის ეკლესია.jpg | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ყარსი |
მუნიციპალიტეტი | არფაჩაი |
ადგილმდებარეობა | სოფ. დოღრუიოლი (ყოფილი ჯალა) |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | ჯამე |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | X სკ. |
ჭალის ეკლესია — შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ჩრდილის ტბის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ჯალაში (ქართ. ჭალა; დღევანდელი დოღრუიოლი). თურქეთის დაყოფით მდებარეობს ყარსის პროვინციის არფაჩაის რაიონში, საქართველოს ეკლესიის დაყოფით კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას ეკუთვნის.
ტაძარი ერთნავიანი დარბაზული ეკლესიაა. აღმოსავლეთით ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდითა და პასტოფორიუმებით. აფსიდისწინა თაღი ოდნავ შეისრული ფორმისაა, ასევეა კონქი. აფსიდის წინ სახატე ნიშებია, სამკუთხა თავებით დაგვირგვინებული. მარჯვენა ნიშაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. გვერდის სათავსების ზემოთ საიდუმლო ოთახებია. ცენტრალური ნავი 3 ნაწილად იყოფა მასიური პილასტრებისა და თაღების მეშვეობით.
ფასადებიც თაღნარითაა დამუშავებული, გვერდით ფასადებზე 5-5 თაღია. განსაკუთრებულად გაფორმებული ყოფილა სამხრეთი ფასადი, სადაც მცენარეული ორნამენტებით შემკული კაპიტელებია. აღმოსავლეთის ფასადი სამთაღაა და სამკუთხა ნიშებს მოიცავს. ნიშები ნიჟარისებური კონქებითაა გაფორმებული.
ყველა ფასადი და ასევე ინტერიერის კედლები კარგად ნათალი ქვებითაა ნაგები. სამშენებლო ტექნიკა და სტილისტური მახასიათებლები მშენებლობის პერიოდად X საუკუნეს მიუთითებს.