შინაარსზე გადასვლა

რაფტოპულოს სასტუმრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:54, 27 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
რაფტოპულოს სასტუმრო
რუს. Гостиница Рафтопуло
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1870-იანები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 6101161000 № № 6101161000

რაფტოპულოს სასტუმრო (რუს. Гостиница Рафтопуло) — კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული მნიშვნელობის ობიექტი როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში. მდებარეობს ოქტომბრის ქუჩა № 35-ში. 1992 წლიდან მიეკუთვნება ქალაქის ისტორიული ძეგლების სიას[1].

ისტორია

1870-იან წლებში ვაჭარი ათანასე ანდრეის ძე ბელოვმა ააშენა სამსართულიანი შენობა ტაგანროგში ოქტომბრის ქუჩა № 35-ში. იგი მდებარეობდა ქალაქის რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს. 1874 წელს მოხდა ამ შენობის გადაკეთება. თავდაპირველად, სახლის შენებლობის დასაწყისში, მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული შენობა ექსპლუატაციაში შევიდოდა, როგორც საშემოსავლო სახლი, ტაგანროგში კურსკი-ხარკოვ-აზოვის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. სახლი ითვლებოდა ვაჭარ ათანასე ანდრეის ძე ბელოვის კუთვნილებად 1873 წლიდან 1880 წლამდე. 1890 წლიდან 1906 წლამდე სახლი შედიოდა გლეხ ევდოკიმა ნეკრასოვას და ბულგარეთის ქვეშევრდომის ნიკულოვას კუთვნილებაში. 1915 წელს სახლი უკვე ეკუთვნოდა ევდოკიმ ივანეს ძე ნეკრასოვს და ურიადნიკ სტეფანე ნიკიფორეს ძე დრონოვს. მომდევნო მფლობელის გვარი იყო რაფტოპულო[2], რომლის სახელითაც სახლი შევიდა ისტორიის ძეგლების სიაში. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიაში აღნიშნული შენობა აღნიშნულია, როგორც ადგილი, რომელიც იყო წითელარმიელთა დასაყრდენი პუნქტი იანვრის აჯანყებების პერიოდში. XXI საუკუნეში შენობა გამოიყენება, როგორც საცხოვრებელი სახლი[1].

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted