San Diego Comic-Con
Script error: No such module "Separated entries". | |
---|---|
San Diego Comic-Con International logo.svg | |
სტატუსი | აქტიური |
ადგილმდებარეობა |
San Diego Convention Center (მთავარი) Downtown სან-დიეგო (სხვადასხვა) |
ლოკაცია | სან-დიეგო, კალიფორნია, აშშ |
ქვეყანა | აშშ |
ინაუგურაცია | 21 მარტი, 1970 (როგორც Golden State Comic Book Convention) |
დამფუძნებელი | Comic-Con International |
განაცხადის სტატუსი | არაკომერციული |
ხალხი | დაახლოებით 167 000 2015 წელს [1] |
საიტი | comic-con.org |
San Diego Comic-Con International — გასართობი ინდუსტრიის და კომიქსების მრავალჟანრობრივი ფესტივალი, რომელიც იმართება ყოველ წელს სან-დიეგოში (კალიფორნია, აშშ). მისი სრული სახელწოდებაა Comic-Con International: San Diego, რომელსაც აგრეთვე ამოკლებენ Comic-Con-ის, San Diego Comic-Con-ის ან SDCC-ის სახით.[2][3]
თავდაპირველად ფესტივალი დაარსდა 1970 წელს, სან-დიეგოელი შელ დორფის, რიჩარდ ალფის კენ კრეგერის და მაიკ ტაურის მიერ, სახელწოდებით Golden State Comic Book Convention.[4][5][6][7] მოგვიანებით იგი San Diego Comic Book Convention გახდა. ღონისძიება იმართება ოთხი დღის (ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით) განმავლობაში ზაფხულში (ივლისში 2003 წლიდან) San Diego Convention Center-ში. ოთხშაბათის საღამოს, ოფიციალურ გახსნამდე წინასწარ რეგისტრირებულ სტუმრებს შეუძლიათ ოთხი „წინასწარ საღამოზე“ დასწრება, რათა გაეცნონ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ დარბაზებს და მიიღონ ზოგადი ინფორმაცია ამა თუ იმ ღონისძიებაზე.
Comic-Con International აგრეთვე არის ორი ფესტივალის, WonderCon-ის (ანაჰაიმი, კალიფორნია) და Alternative Press Expo-ს (APE, სან-ფრანცისკო) ორგანიზატორი. 1974 წლიდან Comic-Con-ს აგრეთვე დაწესებული აქვს „სამელნის ჯილდო“, რომელსაც გადასცემს კომიქსების პროფესიონალ მხატვრებს, ანიმატორებს, სამეცნიერო ფანტასტიკის და პოპულარული კულტურის დაკავშირებული სფეროების მოღვაწეებს, ისევე, როგორც თავად ფესტივალის ორგანიზატორებს და კომიტეტს. დაწესებულია უილ აისნერის ჯილდოც.
თავდაპირველად ფესტივალის ფარგლებში ყურადღება იყო გამახვილებულია მხოლოდ კომიქსებზე, სამეცნიერო ფანტასტიკის/ფენტეზის ჟანრის კინოზე, ტელევიზიაზე და დაკავშირებულ პოპულარულ ხელოვნებაზე, მაგრამ მოგვიანებით ამ კატეგორიებს დაემატა პოპულარული კულტურის სხვა განხრებიც – საშინელებათა ჟანრი, ანიმაცია, ანიმე, სათამაშოები, საკოლექციო ბარათები, ვიდეო თამაშები, ინტერნეტ-კომიქსები და ფენტეზის ჟანრის რომანები. Forbes-ის თანახმად, ეს არის ასეთი სახის მსოფლიოს უდიდესი კონვენცია.[8] Publishers Weekly წერდა, რომ Comic-Con International: San Diego არის ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი სანახაობა[9] და უდიდესი ფესტივალი, რომელიც სან-დიეგოში ტარდება[10] 2010 წელს მასზე მოხვედრის განაცხადი შეავსო 130.000 მსურველმა.[11] დიდ აუდიტორიასთან ერთად, ღონისძიება მოხვდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში კომიქსების და პოპულარული კულტურის უდიდესი ყოველწლიური ფესტივალი.[12]
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „San Diego Comic-Con“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Patent and Trademark Office Petition for Cancellation for Comic-Con. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-16. ციტირების თარიღი: 2017-11-18.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Shel Dorf Tribute — A tribute to Shel Dorf, founder of San Diego's Comic-Con International.
- ↑ Ken Krueger Tribute — A Tribute to Ken Krueger, Chairman of Comic-Con International #1, member of First Fandom, beloved friend and mentor.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted