აბაკანი (მდინარე)
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
აბაკანი (რუს. Абакан) — მდინარე რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, ენისეის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 514 კმ, აუზის ფართობი 32 ათ. კმ².[1] სათავე დასავლეთ საიანსა და ალთაის ჩრდილოეთ ფერდობებზე აქვს. საზრდოობს უმეტესად თოვლისა და წვიმის წყლით. იყინება ნოემბრის II ნახევარში, ყინულძვრა — აპრილის ბოლოს. საშუალო წლიური ხარჯი 400 მ³/წმ. ჩამოუდის ქ. აბაკანს. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად, მინუსინსკის ქვაბულის სარწყავად.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 12.
სქოლიო
- ↑ Река Абакан. Государственный водный реестр. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-02-27.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted