შინაარსზე გადასვლა

ბოეთიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:53, 16 მარტი 2020-ის ვერსია, imported>Zangala ({{DEFAULTSORT:}} ამოვიღე)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ანიციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეთიუსი (ლათ. Anicius Manlius Torquatus Severinus Boethius) უფრო ხშირად ცნობილი, როგორც ბოეთიუსი (დ. 475/480, რომი — გ. 25 ოქტომბერი, 524, პავია) — რომაელი სენატორი, კონსული, ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი.

ბიოგრაფია

ბოეთიუსი დაიბადა რომში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ალექსანდრიაში[1]) 480 წლის მახლობლად[2]. მამა, მანლიო ბოეთიუსი, იყო რომის კონსული 487 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ბოეთიუსზე მზრუნველობა იტვირთა კვინტუს აურელიუს მემიუს სიმაქოსმა, რომელმაც ბავშვობიდან აზიარა ბოეთიუსი ფილოსოფიასა და ლიტერატურას[3]. ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ცოლად შეირთო სიმაქოსის ასული რუსტიციანა, რომელთანაც ეყოლა ორი ვაჟი სიმაქოსი და ბოეთიუსი. ქორწინების შემდეგ გადასახლდა ათენში ჭეშმარიტი ფილოსოფიის შესასწავლად. ბოეთიუსი და სიმაქოსი ბრწყინვალედ ფლობდნენ ძველ ბერძნულ ენას, რაც იშვიათობას წარმოადგენდა იმდროინდელ დასავლეთ იმპერიაში. ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბოეთიუსმა განათლება აზიაში მიიღო და უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბოეთიუსის ათენში სწავლის ფაქტს[4].

იტალიაში დაბრუნებიდან რამდენიმე წელიწადში მალევე მიაღწია პოლიტიკურ წარმატებას. 25 წლის ასაკში დაინიშნა კანცლერად[5], ოცდაათი წლისა - იმპერიის კონსულად, ხოლო ორმოცი წლის ასაკში — სასახლის მაესტროდ (Maestro di Palazzo). ათეული წლის შემდეგ ბოეთიუსი ხდება პრემიერ-მინისტრი.

სამეფო კარზე დატრიალებულმა ინტრიგებმა ბოლო მოუღო ბოეთიუსს. პროგოთური ორიენტაციის პარტიის მესვეურმა, ვინმე ჩიპრიანომ, ბრალი დასდო მას ოსტგუთების მეფე თეოდორიხის წინააღმდეგ დაწერილი ანონიმური წერილების გაგზავნაში. ფილოსოფოსი დააპატიმრეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი წამებით მოკლეს. პატიმრობის პერიოდში შექმნა ყველაზე ცნობილი თხზულება: „ფილოსოფიის ნუგეში“ (De consolatione Philosophiae).

დაკრძალულია პავიაში, წმ. პეტრეს ტაძარში, ნეტარი ავგუსტინეს გვერდით.

შემოქმედება

ფაილი:Boethius and Simmachos.jpg
ბოეთიუსი და სიმაქოსი

ბოეთიუსის მიზანია პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიის ერთმანეთთან მორგება, ერთიანობაში მოყვანა და იმის დამტკიცება, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა ამ ორ მოაზროვნეს შორის. მართალია, მან ამის დამტკიცება ვერ შეძლო, თუმცა, აღსანიშნავია ის სამუშაო, რაც ამ მიმართულებით გასწია.

შრომები მათემატიკის შესახებ[6]

  • De arithmetica (არითმეტიკის შესახებ, c. 500)
  • De musica (მუსიკის შესახებ, c. 510), შექმნილი ნიკომაქე გერასელისა და პტოლემეს „ჰარმონიკას“ დაკარგულ ნაშრომზე დაყრდნობით
  • ტრაქტატი გეომეტრიის შესახებ (ფრაგმენტები)

შრომები ლოგიკის შესახებ

თარგმანები

  • პორფირის ისაგოგია
  • In Categorias Aristotelis: არისტოტელეს „კატეგორიები“
  • De interpretatione vel periermenias: არისტოტელეს De Interpretatione (ბერძნ. Περὶ Ἑρμηνείας )
  • Interpretatio priorum Analyticorum
  • Interpretatio Topicorum Aristotelis
  • Interpretatio Elenchorum Sophisticorum Aristotelis

კომენტარები

  • In Isagogen Porphyrii commenta (ორი კომენტარი, პირველი ეყრდნობა მარიუს ვიქტორინუსის თარგმანს, ( 504-509 წლები); მეორე თარგმანი ეყრდნობა ბოეთიუსისავე თარგმანს (507–509)
  • In Categorias Aristotelis (509–511 წლები)
  • In librum Aristotelis de interpretatione Commentaria minora
  • In librum Aristotelis de interpretatione Commentaria majora (515–516 წლები)
  • In Aristotelis Analytica Priora (520–523 წლები)
  • Commentaria in Topica Ciceronis (არასრული ვერსია: აკლია მეექვსე წიგნის დასასრული და მეშვიდე წიგნი სრულად)
„ფილოსოფიის ნუგეში“, ბოეთიუსის პატიმრობის სცენა 1385 წლის ხელნაწერიდან

ორიგინალური ტრაქტატები

  • De divisione (515–520? წლები)
  • De syllogismo cathegorico (505–506 წლები)
  • Introductio ad syllogismos cathegoricos (523 წელი)
  • De hypotheticis syllogismis (516–522 წლები)
  • De topicis differentiis (522–523 წლები)
  • Opuscula Sacra („თეოლოგიური ტრაქტატები“)
  • De Trinitate („წმინდა სამებისათვის“) (520–521 წლები)
  • Utrum Pater et Filius et Spiritus Sanctus de divinitate substantialiter praedicentur („მამისა და ძისათვის“)
  • Quomodo substantiae in eo quod sint bonae sint cum non sint substantialia bona [ასევე ცნობილი როგორც De hebdomadibus] („რატომ უნდა იყვნენ სუბსტანციები კეთილი“)
  • De fide Catholica
  • Contra Eutychen et Nestorium („ევტიქესა და ნესტორის წინააღმდეგ“)
  • De consolatione Philosophiae („ფილოსოფიის ნუგეში“) (524–525)

ფილოსოფიის ნუგეში

ბოეთიუსის ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ფილოსოფიის ნუგეში“ (De consolatione philosophiae), რომლის ძირითადი ნაწილი დაწერა საპატიმროში, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ[7]. მასში გამართულია დიალოგი ავტორსა და ქალად პერსონიფიცირებულ ფილოსოფიას შორის.

ბოეთიუსი პირველსაწყისს, ღმერთს, ახასიათებს როგორც პლატონური ნიშნებით, ისე არისტოტელეს „უძრავი მამოძრავებლის“ ფორმულირებასაც მიმართავს. ის მომენტი, რომ ღმერთი უმაღლესი სიკეთეა, არის მისი არსებობის საბუთი. სწორედ ეს უმაღლესი სიკეთე ანიჭებს ყოველგვარ არსებულს სიცოცხლეს. უფრო მაღალი სიკეთე, ვიდრე უმაღლესი სიკეთეა (ამ შემთხვევაში ღმერთი), მოუაზრებელია. ღმერთი რომ არ იყოს უმაღლესი სიკეთე, იარსებებდა რაღაც რაც მას აღემატება, ეს კი უზენაესისა და უნივერსალურის პოსტულატებს ეწინააღმდეგება.

ბოეთიუსი წმინდა ნეოპლატონურად უდგება სიკეთისა და ბოროტების საკითხს. მიაჩნია, რომ ბოროტება, როგორც ასეთი, არ არსებობს, რამდენადაც მისი შემნა არ შეუძლია მას, ვისაც ყოველივესა და ყველაფრის შემნა შეუძლია. ამიტომ ბოროტება არარსებულია, არარაა.

ბედი და განგება (Fatum et Providentia)

ბოეციუსი ერთმანეთს უკავშირებს ორ მოცემულობას: ცვალებადი ბედის იდეასა და ღმერთს, რომელიც ცვალებად სისტემაში მყარ საყრდენს წარმოადგენს. როდესაც არსებული მრავალფეროვნება და ცვალებადობა არეკლილია ღვთაებრივი გონების სიმარტივეში, საქმე გვაქვს განგებასთან. წარმავალი და ალტერნატიული სისტემები იმართება ბედის მეშვეობით. ხოლო განგება არის წესრიგი, რომელიც ღვთაებრივ გონებაშია ასახული. თუკი განგება არის სამყაროს წესრიგის მარადიული კანონზომიერება, ბედი ამ კანონზომიერების ხორცშესხმაა დროსა და სივრცეში, და შესაბამისად, არ არის მარადიული, რამდენადაც უკავშირდება შექმნილსა და წარმავალს. ყოველივე, რასაც ბედი განაგებს, ემორჩილება განგებასაც, რადგან თავად ბედიც განგებაზეა დამოკიდებული. ყოველივე არსებული ერთნაირად არ ემორჩილება ბედს. დაქვემდებარების ხარისხი განისაზღვრება ღვთაებრივ სუბსტანციასთან მიახლოების ხარისხით. ამგვარი არსებები ბედის მიჯნას სცილდებიან, მაგრამ ემორჩილებიან განგებას.

განგება და ნების თავისუფლება არ გამორიცხავენ ერთმანეთს, რადგან ისინი თვისობრივად სხვადასხვა სფეროში არსებობენ: პირველი - ღმერთის გონებაში, მეორე - ადამიანის სულში. ადამიანი ანაწევრებს შესამეცნებელს, ხოლო ღმერთი ერთბაშად იმეცნებს. ადამიანი იმეცნებს დროში, ღმერთი - მარადისობაში,

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Hodgkin, Thomas (2001), Italy and Her Invaders, London: Adamant Media Corporation.
  2. Noel Harold Kaylor; Philip Edward Phillips (3 May 2012), A Companion to Boethius in the Middle Ages, BRILL, pp. 1–, ISBN 978-90-04-18354-4, retrieved 19 January 2013
  3. Boethius (1969), De consolatione philosophiae, translated by Watts, V.E., Harmonsworth: Penguin, 2.3, p. 59.
  4. Noel Harold Kaylor; Philip Edward Phillips (3 May 2012), A Companion to Boethius in the Middle Ages, BRILL, pp. 4–, ISBN 978-90-04-18354-4, retrieved 19 January 2013
  5. Pope Benedict XVI (12 March 2008), Boethius and Cassiodorus, archived from the original on 28 December 2008, retrieved 4 November 2009.
  6. Phillips, Philip Edward (2012), "Anicius Manlius Severinus Boethius: A Chronology and Selected Annotated Bibliography", in Noel Harold Kaylor Jr.; Philip Edward Phillips, A Companion to Boethius in the Middle Ages, Leiden: Brill, pp. 551–589.
  7. Boethius, Anicius Manlius Severinus. Consolation of Philosophy. Translated by Joel Relihan. Norton: Hackett Publishing Company, 2001.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები