ვალერიან გომელაური

12:25, 7 ნოემბერი 2020-ის ვერსია, imported>M. (დაემატა კატეგორია:საბჭოთა გენერალ-მაიორები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ვალერიან ბაგრატის ძე გომელაური (დ. 1 იანვარი, 1933, თელავი) — ქართველი საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1982).

ბიოგრაფია

1952 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის ა. სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი, ხოლო 1954 წელს მოსკოვის რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახელმწიფო უმაღლესი საჯარისოსამეთაურო სასწავლებელი, 1967 წელს კი — ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია. 1979–1985 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე; 1985-1988 წლებში სამხედრო მრჩეველი ეთიოპიაში; 1988–1991 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, 1992–2005 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მრჩეველი-კონსულტანტი. ამჟამად თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2001).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში