შინაარსზე გადასვლა

სასახლის მეჩეთი ბაქოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:42, 28 აპრილი 2021-ის ვერსია, imported>Nariman.58
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სასახლის მეჩეთი ბაქოში
აზერ. Saray məscidi
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა შირვანშაჰების სასახლე, ბაქო, აზერბაიჯანი
სტილი ისლამური არქიტექტურა
თარიღდება 1441—1442 წლები

სასახლის მეჩეთი ბაქოში (აზერ. Saray məscidi) — XV საუკუნის მეჩეთი, რომელიც შედის ბაქოს შირვანშაჰთა სასახლის კომპლექსში.

არქიტექტურა

მეჩეთის გეგმა სწორკუთხაა. არის დიდი დარბაზი, ქალთათვის განკუთვნილი ლოცვისა და სამსახურის აღსრულებისთვის გამოყოფილი მომცრო ოთახებით. შირვანშაჰების სამარხისაკენ მიმართული ჩრდილოეთის პორტალი უფრო დიდებულია, ვიდრე სამხრეთის პორტალი. ეს უკანასკნელი განკუთვნილი იყო სასახლის მესვეურთათვის, რომლებიც ნახევრად მიწისქვეშა გასასვლელით სარგებლობდნენ.[1]

ინტერიერი

ორი ადგილიდან განათებული სამლოცველო დარბაზი გადახურულია სფერული ფორმის იალქნებიანი გუმბათით. მიჰრაბი დარბაზის სამხრეთით მდებარეობს. ერთი ადგილიდან განათებული ქალთა სამლოცველოს ზემოთაც გუმბათოვანი გადახურვაა გამოყენებული, თუმც მისი ზომები ბევრად ჩამორჩება სამლოცველო დარბაზის გუმბათს. სკუფებიანი ორი გუმბათით დასრულებული პრიზმის ფიგურის მსგავსი მოცულობის მკაცრ ფონზე მკვეთრად იკვეთება მეჩეთის პორტალის ღრმად ამოჭრილი შიდა მოცულობითი გამოსახულება.[2]

მინარეთი

მინარეთის თაღზე გარშემოწერილია წარწერა, ლიგატურა, რომელიც მოიცავს თარიღს — 845 წელი (1441/42).[3] შერეფის სტალაქტიდების დეტალები ფაქიზად არის მოდელირებული.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლიტერატურა