აბაახიბრის კოშკი
იერსახე
აბაახიბრის კოშკი — კოშკი სოფელ აბაახიბრაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
კოშკი აგებულია შუა საუკუნეებში. კოშკი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მთის ძირას. ნაგებია ფლეთილი ქვით. ნახევარწრიული კოშკის სიმაღლე შემორჩენილია 6-7 მეტრის სიმაღლეზე.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც მისი შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. კოშკის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.