შინაარსზე გადასვლა

თლიის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
19:27, 17 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977 (წაიშალა კატეგორია:ჯავის მუნიციპალტეტსი კოშკები; დაემატა [[კატეგორია:ჯავის მუნიციპალიტეტის...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თლიის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ თლიაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია ოთხი სართულის დონე. პირველი სართული ამოვსებულია ქვებით. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. ნაგებია დიდი ზომის ყორექვით დუღაბზე.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004