შინაარსზე გადასვლა

შუა ერმანის მეხუთე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:14, 17 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977 (წაიშალა კატეგორია:ჯავის მუნიციპალტეტის კოშკები; დაემატა [[კატეგორია:ჯავის მუნიციპალიტეტის...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

შუა ერმანის მეხუთე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. მეორე სართულზე აღმოსავლეთით გაჭრილია თაღოვანი კარი. კოშკი შემორჩა ოთხი სართულის დონეზე. დასავლეთი კედელი თითქმის მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004