შინაარსზე გადასვლა

შუა ერმანის მერვე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:58, 17 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

შუა ერმანის მერვე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვით. შემორჩენილია ხუთი სართული. შედარებით კარგადაა შემონახული დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები. აღმოსავლეთით, მეორე სართულზე გაჭრილია კარი. მეხუთე სართულზე დასავლეთით და ჩრდილოეთით შვერილი ქვის სარკმლებია. კოშკს გარშემო მიშენებული აქვს თანამედროვე საცხოვრებელი და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004