შინაარსზე გადასვლა

კვაისის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
18:20, 17 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>David1010 (ეს ჯავა არაა!!!)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კვაისის ჯვარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის დაბა კვაისაში აგებულია X-XI საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ტყით დაბურულ მაღალ მთაზე, დაბა კვაისის მახლობლად. დიდი ეკლესიის ფრაგმენტები აგებული ყოფილა წითელი ტუფით. შემორჩენილია ქვის ფილები ორნამენტებით, სიუჟეტური რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით. რელიეფურ ფილაზე _„გაქცევა ეგვიპტეში“_ მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია ასომთავრული წარწერა: „არსენს და მშობელთა მისთა შეუნდვეს ღმერთმა“.

ფასადების მორთვას სკულპტურული კომპოზიციებით, უძველესი ტრადიცია აქვს. ამ პერიოდის ოსტატები მარტივი ფორმების გამოყენებით აღწევდნენ უდიდეს გამომსახველობას. ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი წაღებულია კვაისას მაღაროს სასადიოლოს ასაშენებლად, რომელიც ამჟამად დანგრეულია.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004
  • Меписашвили Р., Цинцадзе В. Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида Картли. Тбилиси. 1975. с. 83.