შინაარსზე გადასვლა

სანაპიროების დაპირისპირება აშშ-ში (ჰიპ-ჰოპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:11, 1 სექტემბერი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სანაპიროების დაპირისპირება — პირობითი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს და დასავლეთ სანაპიროს რეპერების დაპირისპირებას. 1990-იან წლებში დაპირისპირებულთა მეთაურები იყვნენ „ბიგი სმოლსი“ (აღმოსავლეთ სანაპირო) და ტუპაკ შაკური (დასავლეთ სანაპირო).

ფაილი:2Pacimage.jpg
2pac
ფაილი:The Notorious B.I.G.jpg
The Notorious B.I.G.

1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ სანაპიროს რეპი დომინირებდა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპზე. აღმოსავლეთსანაპიროელები მთელი ძალებით ცდილობდნენ შეეცვალათ მდგომარეობა. 1993 წელს ნიუ-იორკში შონ კომბსმა დააარსა ამბიციური ლეიბლი Bad Boy Records, რომელმაც მიზნად დაისახა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპის დომინირების აღდგენა. [1][2] მალევე Bad Boy Records-ის რიგებში იდებიუტეს ახალგაზრდა რეპერებმა The Notorious B.I.G.-მა და Craig Mack-მა, რომელბმაც აღუდგინეს აღმოსავლეთ სანაპიროს რეპს 1980-იან წლებში დაკარგული დიდება. ამავდროულად, 1994 წლის 30 ნეომბერს დასავლეთ სანაპიროს წამყვანმა კალიფორნიელმა რეპერმა, ტუპაკ შაკურმა საჯაროდ დაადანაშაულა აღმოსავლეთ სანაპიროს რეპერები მისი მკვლელობის მცდელობაში.[3][4][5][5][6] საპასუხოდ, The Notorious B.I.G.-მა ჩაწერა კომპოზიცია „Who Shot Ya?“, რომელშიც იგი დასცინოდა 2pac-ს და აფრთხილებდა, რომ „ბიგი სმოლსთან“ ხუმრობა საშიშია. [7] 1995 წლის თებერვალში ტუპაკი ციხეში აღმოჩნდა სექსუალური შევიწროების ბრალდებით. 30 ოქტომბერს, როდესაც იგი ციხიდან გამოვიდა, დაპირისპირება სანაპიროებს შორის ფაქტობრივად ომში გადაიზარდა. წლის ბოლოს თავს დაესხნენ The Notorious B.I.G.-ის დამხმარეს რეპერის ადგილმდებარეობის გაგების მიზნით. 1996 წლის გაზაფხულზე 2pac-მა ჩაწერა ახალი ალბომი, სადაც აღმოსავლეთ სანაპიროს რეპერებს მასზე თავდასხმის გამო შურისძიებით ემუქრებოდა.

სქოლიო

  1. Interview with Mark Pitts. HitQuarters (April 26, 2006). ციტირების თარიღი: November 14, 2011.
  2. Alumni Bulletin - Alumni - Harvard Business School. ციტირების თარიღი: 2016-09-28.
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. 5.0 5.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted