შინაარსზე გადასვლა

ნიჟნი-ნოვგოროდის მოწყალე მხსნელის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:16, 31 აგვისტო 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ნიჟნი-ნოვგოროდის მოწყალე მხსნელის ტაძარი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210011000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრ კოჩეტოვი
თარიღდება 1899-1903
დეტალები

ნიჟნი-ნოვგოროდის მოწყალე მხსნელის ტაძარი (რუს. Храм Всемилостивого Спаса) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია

ეკლესია ააგეს 1888 წლის 17 ოქტომბერს სარკინიგზო ავარიის დროს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ოჯახის გადარჩენის აღსანიშნავად.

ტაძრის გეგმა XVII საუკუნის ძველ რუსულ სტილში შექმნა სანქტ-პეტერბურგელმა არქიტექტურის აკადემიკოსმა ალექსანდრ კოჩეტოვმა. ეკლესიის ტევადობაა 1 700 ადამიანი.

ეკლესია სამსაკურთხევლიანია. ცენტრალური საკურთხეველი უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელზეა ნაკურთხი, მარჯვენა - იესო ქრისტეს ძმის იაკობის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და სერაფიმ საროველის სახელზე, მარცხენა კი - პეტრე მოსკოველისა და ალექსის, სერგი რადონეჟელისა და ოსია წინასწარმეტყველის სახელზე.

ქალაქის ვაჭართა გაერთიანებამ გადაწყვიტა ეკლესიის აგება იესო ქრისტეს სახელზე. 1888 წლიდან დაიწყო ფინანსებს მოძიება. 1897 წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იაკობ ბაშკიროვი. მომდევნო წელს გამოცხადდა კონკურსი ეკლესიის პროექტზე. 18 პროექტს შორის პირველი პრემია დაიმსახურა ალექსანდრ კოჩეტოვის პროექტმა.

1899 წლის 7 ივნისს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპისკოპოს ვლადიმირის კურთხევით საფუძველი ჩაუყარეს ტაძრის მშენებლობას. 1903 წლის 26 აგვისტოს ეკლესიის სამრეკლოზე დაკიდეს დედოზარი, ხოლო 12 ოქტომბერს ეკლესია აკურთხეს. 1912 წელს დაასრულეს ეკლესიის მოხატვა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესია კვლავ მოქმედებდა. იგი დახურეს 1937 წელს და მასში სამკერვალი დაწესებულება განათავსეს.

ეკლესია მორწმუნეებს დაუბრუნდათ 1992 წელს, ამ წელსვე ეკლესია მეორედ აკურთხეს. 1992 წლის 19 აპრილს ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში საღვთო ლიტურგია აღავლინეს.

ეკლესიასთან 1997 წლიდან ფუნქციონირებს საბავშვო საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში