შინაარსზე გადასვლა

მახიარეთის წმინდა მარიამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
15:26, 17 მარტი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977 (მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „'''მახიარეთის წმინდა მარიამის ეკლესია'''“ გადაიტანა გვერდზე „მახიარეთის წმინდა მარიამის ეკლესია“)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მახიარეთის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სოფლის სასაფლაოზე მდებარე დარბაზული ეკლესიის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. ნაოთხალი შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამშენებლო ქვა უხეშადაა დამუშავებული.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 120